RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ტერორიზმი მტკიცებულების გარეშე, მაგრამ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროსთვის

27.11.2008  |  09:36

„ახალგორის რაიონში მომხდარ საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების კორტეჟზე სროლის ფაქტზე, საქართველოში სისხლის სამართლის საქმე „ტერორიზმის" მუხლით აღიძრა".

1/0/4/104.jpegამის თაობაზე, თბილისში 25 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინსტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბრობენ. აქვე აღნიშნულია, რომ,„მოცემული ბლოკ-პოსტი (რუსული ბლოკ-პოსტი, ახალგორის შესასვლელთან) განთავსებულია საქართველოს ცენტრში, რითაც ირღვევა ექვს პუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და წარმოადგენს რუსული ოკუპაციის კიდევ ერთ სიმბოლოს".

მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა - მან განაცხადა, რომ მისი თანდასწრებით სროლა სხელმწიფო ტერორიზმია.

შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს, საღამოს პოლონთის პრეზიდენტი კაჩინსკი და სააკაშვილი „ოკუპირებული ტერიტორიების" საინსპექციოდ გაემგზავრნენ. მათ გზაზე პირველი და უკანასკნელი წინააღმდეგობა, სწორედ ეს ბლოკ-პოსტი იყო. მოგვიანებით თბილისში განაცხადეს, რომ პრეზიდენტების კორტეჟს ესროლეს და ისინი იძულებულნი გახდნენ საქართველოს დედაქალაქში დაბრუნებულიყვნენ. მოსკოვში და ცხინვალში განაცხადეს, რომ არავის არავისთვის არ უსვრია და მომხდარი თბილისის მორიგი პროვოკაციაა.

სააკაშვილი არ დაწყნარდა და სამი დღეა განუწყვეტლად აფრქვევს ბრალდებებს. საჩქაროდ მოწვეულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ „საქართველოს წინააღმდეგ აგრესია გრძელდება და სახეზეა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების ყველაზე უხეში დარღვევა". ლეხ კაჩინსკი უფრო თავშეკავებული აღმოჩნდა, თუმცა მან თავის მოკავშირეს მხარი დაუჭირა, მაგრამ ვნებების გადმოფრქვევა არ მოინდომა. მან თქვა, რომ ესმოდა ტყვიების ჯერი, მაგრამ საქმის კურსში არ არის, თუ ვინ და საით ისროდა რადგან ბნელოდა. მისი სიტყვებით მას რაიმე საფრთხე არ უგრძვნია და ითხოვს დამნაშავეები არ მოძებნონ.

25 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდვის მინისტრმა ირინა გაგლოევამ აღიარ, რომ ხსენებულ პოსტზე სროლა მართლაც იყო. როდესაც პრეზიდენტების კორტეჟი სამხრეთ ოსეთის საზღვარზე გააჩერეს, სააკაშვილის დაცვის თანამშრომლებმა განაცხადეს,რომ ახალგორში ჩასვლა სურდათ, ჯარისკაცებმა მათ აუხსნეს,რომ ეს ყველასათვის აკრძალულია. განურცევლად ვინც არ უნდა გამოძთქვას ამგვარი სურვილი. ერთ-ერთი მანქანა გაფრთხილების მიუხედავად გასვლას შეეცადა. რომელიღაც ჯარისკაცმა კი ჰაერში გაისროლა, რის შემდეგაც ორივე პრეზიდენტი სასწრაფოდ გამობრუნდა უკან, თბილისში ჩასვლისთანავე საერთაშორისო საზოგადოებისათვის მორიგი საჩივრის დასაწერად.

საქართველო შეეცადა სკანდალისაგან, რაც შეეძლო ყველაფერი გამოეწურა. შსს-მ განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას რეგიონში. მართალია, დასავლეთს დუნე რეაქცია ჰქონდა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იან დე ხოოპ სხეფერმა აღიარა, რომ არ იცნობს მომხდარი ფაქტის დეტალებს და ამიტომ კონკრეტულად არაფრის თქმა არ შეუძლია.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100