RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს პრეზიდენტმა უარყო უკრაინული დახმარების ფაქტი

27.11.2008  |  09:38

მან განაცხადა, რომ კავკასიის ომში არც ერთი უკრაინელი არ მონაწილეობდა.

საქართველოს პრეზიდენტის მრისხანე პროტესტის მიზეზი, რუსეთის პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის მეთაურის ალექსანდრე ბასტრიკინის პრეს-კონფერენცია გახდა, რომელიც 24 ნოემბერს სანკტ-პეტერბურგში გაიმართა.

1/0/5/105.jpeg"გამოძიებამ მიიღო მტკიცებულებები, რომ საქართველოს მხარეს მოქმედებდნენ ამერიკელების, ჩეხების, თურქების, ჩეჩენების და უკრაინელების დაქირავებული ჯგუფები", - განაცხადა ბასტრიკინმა. - ეს იყო მცირე რაოდენობის ადამინები და ისინი ასრულებდნენ ძირითადად დამხმარე ფუნქციებს. ასევე იქ იყო ორი სნაიპერი, ერთი უკრაინიდან და ერთი ქალი სავარაუდოდ ლატვიიდან".

პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიების მონაცემებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთო რიცხობრიობამ, რომლებიც კონფლიქტის დროს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიეზე მოქმედებდნენ, შეადგინა 17 000 ადამიანი, 100 ტანკი, 70 ჯავშანმანქანა, 110 საარტილერიო იარაღი, 30 საზალპ ცეცხლსასროლი სისტემა.

"ჩატარდა მონაცემთა ანალიზი იარაღზე და მათი გამოყენების შედეგებზე, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ გამოყენებული იყო აკრძალული შეიარაღება", - განაცხადა ბასტრიკინმა და აღნიშნა, რომ საქათველომ დაარღვია 1949 და 1960 წლების საერთაშორისო კონვენციები. პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, კონფლიქტის პერიოდში ქართული არმიის მოქმედებებმა , ხალხი მასიური დაღუპვა გამოიწვია - როგორც რუსი მშვიდობისმყოფელების, ასევე უამრავი მშვიდობიანი მოსახლის.

"არანაირ ეჭვს აღარ იწვევს ის, რომ ჩვენ გავხდით მოწმეები ისეთი საერთაშორისო დანაშაულისა, რომელსაც სახელად სამხრეთ ოსი ხალხის გენოციდი ჰქვია", - განაცხადა ბასტრიკინმა და დაამატა, რომ დღესდღეობით გამოძიება განაგრძობს მტკიცებულებების შეგროვებას. ეს გამოსვლა მიხეილ სააკაშვილს ვიზიტს დაემთხვა კიევში. თავის ნათელმირონ იუშენკოსთან პრეზიდენტი იმისათვის ჩაფრინდა, რომ პატივი მიეგო გოლოდომორის მსვერპლთათვის. მოუწია ასევე პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის მხილებაც - ეს წმინდა წყლის ტყუილია! - აღშფოთდა პრეს-კონფერენციაზე ბ-ნი სააკაშვილი. - არც ერთი უკრაინელი, ისევე როგორც არც ერთი აფრიკელი, ჩინელი, ამერიკელი ანდა ებრაელი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობდა! ამგვარი ცნობები, საინფორმაციო ომის ნაწილია, რომელიც რუსეთმა გააჩაღა, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგაც!".

მან ასევე დაარწმუნა ჟურნალისტები იმაში, რომ უკრაინული იარაღის მოწოდება აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო და ამასთან ერთად ისიც, რომ უკრაინა არ არის იარაღის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100