RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი ინვესტორებს უხმობს, მაგრამ ბიზნესმენებს დევნის

28.11.2008  |  16:33

8/4/0/840.jpegამ დღეებში სააკაშვილს იმის აღიარება მოუწია, რომ საქართველოს რთული ეკონომიკური წელი ელის. თუმცა, ხელისუფლების მტკიცებით, საინვესტიციო კლიმატი აქ ბევრად უკეთესია ვიდრე რუსეთის ფედერაციაში. მაგრამ... ქართველ პრეზიდენტს ინვესტიციის სავარაუდო სუბიექტებმა- ბიზნესმენებმა- უმტყუნეს. ქართველებმაც და ამერიკელებმაც. მათ საქართველოს ხელისუფლების სახელზე სარჩელი შეიტანეს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში.

როგორც გადმოსცემს სააგენტო GHN, ამერიკული კომპანია „Easy Enterprise"და მისი პარტნიორი - ქართული ბიზნესჯგუფი, რომელიც ფლობს „ლაზერ 2 თბილისი", „სონი-ცენტრ თბილისი" და კაფე „რუსთაველი"-ს, აცხადებს ხელისუფლების მხრიდან ორმაგი საინვესტიციო ხელშეკრულების დარღვევის შესახებ, რომელიც დადებულია ამერიკასა და საქართველოს შორის.

ოკეანისმიღმა და ადგილობრივი მეწარმეები ამტკიცებენ, რომ უკანონოდ იქნა ანულირებული კონტრაქტი არენდის შესახებ, ზემოთ ხსენებული კომპანიები ქუჩაში აღმოჩნდნენ, მათ ქონებას კი კონფისკაცია გაუკეთდა. სარჩელში აღნიშნულია, რომ „ხელისუფლებას სურს სახელმწიფო პოლიციური ძალების გამოყენება, რათა ჩამოართვას ქონება კერძო მფლობელებს, უმაღლესი კანონის სრული უარყოფითა და ფულადი სარგებლის მიღების მიზნით".

მოსარჩელეთა თქმით, სასამართლოები საქართველოში, მათ შორის საარბიტრაჟოებიც, მთლიანად კონტროლირდებიან ხელისუფლების მიერ. მათ მოყავთ მაგალითი: თავდაპირველად, 17 თვის წინ, შეტანილი იყო სარჩელი საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოში ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ. თუმცა აქამდე არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა ( კანონის მიხედვით უკიდურესი ვადა 5 თვეა). აგვისტოს მოვლენების შემდეგ კი არანაირი სარჩელი არ განიხილება, თუმცა მიიღება.

ახლა მომჩივანები მოითხოვენ არა მხოლოდ არენდაზე უფლების აღდგენას და იმ ქონების დაბრუნებას რომელსაც სახელმწიფომ კონფისკაცია გაუკეთა, არამედ პირგასამტეხლოს გადასახადის გადახდასაც. თუკი საერთაშორისო თემიდა აღიარებს მოსარჩელეთა სიმართლეს, საქართველოს ბიუჯეტმა შეიძლება 12 მლნ. დოლარზე მეტი დაკარგოს.

ქართველი და ამერიკელი ბიზნესმენების ამ ნაბიჯზე ხელისუფლებას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. თუმცა აჯანყებულმა მეწარმეებმა გაუგზავნეს შესაბამისი უწყისი პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ გრიგოლ მგალობლიშვილს, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, ეკონომიკის მინისტრ ეკატერინე შარაშიძეს და ამერიკაში საქართველოს ელჩს ვასილ სიხარულიძეს.

სხვათა შორის, გარდაცვლილი და შერისხული ოლიგარქის ბადრი პატარკაციშვილის კონფლიქტი, ხელისუფლებასთან დაიწყო 2005 წელს, სწორედ ადგილობრივი საარბიტრაჟო ინსტიტუტის გამარტივებასთან დაკავშირებით. ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნას ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატისთვის. თუმცა მას მაშინ არავინ მოუსმინა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100