RSS
на русском en in english
22.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

იქნება თუ არა მეორე ომი? საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ეჭვი ეპარება

01.12.2008  |  09:44

8/5/4/854.jpegსაქართველოს ექს-ელჩის რუსეთში ეროსი კიწმარიშვილის გამანადგურებელ-სკანდალური განცხადებების შემდეგ აგვისტოს მოვლემების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაიბარა. მერაბიშვილმა რუსეთი, აგვისტოს აგრესიისათვის მზადებაში დაადანაშაულა. მან ფოტომასალა და სატელეფონო მოსმენების ამონაბეჭდები წარადგინა და ომიში განცდილი მარცხის გამო პასუხისმგებლობა, შეეცადა აეცილებინა მიხეილ სააკაშვილისათვის.

მინისტრის მიერ წარდგენილ ფოტოებში აგვისტოს თვემდე ერთი წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზების სერიოზული გაძლიერებაა ასახული, რაც მინისტრის აზრით ომისათვის გეგმიურ მზადებას ადასტურებს. სატელეფონო საუბრები აჭარის ყოფილი ხელმძღვანელ ასლან აბაშიძესა და რუს გენერალ ბორისოვს შორის შედგა, თუმცა ეს უკვე გახურებული საომარი მოქმედებების დროს ხდებოდა (საუბარი იმაზე იყო, თუ როგორ აიღეს გორი),ამ დოკუმენტის მიხედვით ბორისოვი იმას მიანიშნებდა, რომ რუსეთი საქართველოს „სააკაშვილის რეჟიმისაგან" განთავისუფლებას აპირებს.

რაც შეეხება საქართველოს მარცხს, როგორც ქვეყნის მთავარმა პოლიციელმა განაცხადა, შედეგის განსაზღვრის შემდეგ კოდორის ხეობის დატოვების გადაწყვეტილება მან ერთპიროვნულად მიიღო.

ამასთანავე ცნობილი შევარდენის ბაგეებიდან საკმაოდ მოუულოდნელი იყო იმის გაგება, რომ „რუსეთის მხრიდან, ცხინვალის რეგიონში ფართო მასშტაბიანი ოპერაცია ნაკლებ სავარაუდოა".

„თუმცა იქ არის სამხედრო ბაზები და გარკვეული სამხედრო ძალა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ფართო მსაშტაბიანი ოპერაციის განსახორციელებლად"- განაცხადა მერაბიშვილმა და დაამატა, რომ რუსეთის პოლიტიკის გათვალისწინებით ამ უკანასკნელისგან მოსალოდნელია მცირე პროვოკაციები.

უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ ხანს სიტყვა „ომი" თბილისში ისევე დაჟინებით დაფრინავს , როგორც აგვისტოში. სულ უფრო ხშირად ქალაქის მცხოვრებლებისგან ისმის: „ამბობენ რუსეთი ისევ აპირებს ომს და თბილისამდე მოვა", „ომისათვის ვემზადებით, მაგრამ გვინდა ომი?" და ა.შ.

ცეცხლზე ნავთი დაასხეს სამხედრო ექსპერტებმაც. ერთ-ერთი მათგანი კობა ლიკლიკაძეა, რუსეთის მხრიდან კი პავლე ფელგენგაუერი. ამ დღეებში კობა ლიკლიკაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ოპერაციებს არ გამორიცხავს. „საეჭვოა,რომ რუსეთი ამჟამად თავის საფორთიფიკაციო შეიარარებას აძლიერებდეს და ახალს აშენებდეს საქართველოს ტერიტორიაზე, იმისათვის რომ შემდეგ აქედან წავიდეს, ან ცხინვალი და სოხუმი დაიცვას. ეს მორიგი აგრესიისათვის პლაცდარმის მომზადებაა, საქართველოში ხელისუფლების დამხობის მიზნით" - ავრცელებს ექსპერტის ციტატას „კავკას-პრესს"-ი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100