RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამხრეთ ოსეთის რუსულ სამხედრო პოლკებში მატებაა

01.12.2008  |  10:49

სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მეოთხე სამხედრო ბაზის მშემებლობა დაიწყო. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო კონტიგენტის წარმომადგენელმა განაცხადა.

8/5/6/856.jpegამა წლის 17 სექტემბერს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მეგობრობაზე, თანამშრომლობასა და ურთიერთ დახმარებაზე მიღებული შეთანხმების ფარგლებში დაიგეგმა ბაზის მშენებლობა. შეთანხმება, რომელიც სამართლებრივ დიალოგს დაედო საფუძვლად პრეზიდენტმა მედვევდევმა შეაფასა,როგორც: „რეგიომში 90-იანი წლებიდან, მოვლენათა ჯაჭვის განვითარების ლოგიკური შედეგი". შეთანხმება ასევე რუსეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის მოღვაწეობის ნაწილია სამხრეთ ოსეთში.

ბაზაზე 3 700 სამხედრო განთავსდება. მშენებლობა 2010 წლისთვის დასრულდება.

„ამჟამად სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარების კონტიგენტი 693 ქვედანაყოფით და ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადით არის წარმოდგენილი. ამ ძალების საფუძველზე დაარსდება მეოთხე სამხედრო ბაზა, პოლკოვნიკ ალექსანდრე იგნატენკოს ხელმძღვანელობით" - აღნიშნავს რუსეთის ფედერაციის კონტიგენტის წარმომადგენელი. მან აქვე განმარტა, რომ რესპუბლიკის სამხედრო კომენდატურა ბაზის საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურაში ჩაერთვება.

საზღვრისპირა რაიონების უშიშროებას, ოსურ ფორმირებებთან ერთად უზრუნველყოფენ რუსული პოსტები, რომლებიც ცხინვალის, პერევის, ოკონას, დვანის, გუჯაბაურის, ერგნეთის, პრისის, ერედვის, გრომის, მოსაბრუნის და მინასტერის გვერდითაა განლაგებული.

მართალია, იმაზე თუ, რამდენად ეფექტურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, შეიძლება ეჭვები გაჩნდეს. ყოველ შემთხევვაში მოსაბრუნის პოსტზე ამ დღეებში მყოფმა უფლებათა დაცვის ორგანიზაციის „მემორიალი" თანამშრომელმა ეკატერინე სოკირიანსკაიამ სამხედრო სამსახურის პირობებზე განაცხადა: „პირობები ძალიან მძიმეა. იქ სადაც ისინი (ჯარისკაცები) ამჟამად იმყოფებიან სურსათ-სანოვაგის მიწოდების რამდენიმე დღიანი შეფერხების შემთხვევებია. დიდიხნის განმავლობაში ცხინვალთან და ლენინგორთან მათ სანგრებში,ღია ცის ქვეშ, ფარაჯა გადაფარებულებს ეძინათ.ადამიანები ავად ხდებოდნენ. მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაუდგეს კარვები".

უფლებათა დამცველების წუხილი, რა თქმა უნდა გასაგებია,მაგრამ საუბარი ხომ ადამიანებზეა სამხედრო ფორმაში, რომლებიც დადგენილების თანახმად, მოწოდებულნი არიან ყველანაირ აკრძალვებს და სიძნელეებს გაუძლონ, მითუმეტეს საომარ ვითარებაში. ამას გარდა, რა სახის სურსათ-სანოვაგეა ნაგულისხმევი? ალბად ცხელი კვება. ეტყობა ჯარისკაცებს მშრალი საკვებით დაკმაყოფილება მოუწიათ.ბოლოსდაბოლოს რამდენიმე დღე ხომ არ უშიმშილიათ?

ახალგორის რაიონში,რომლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქართველია, სხვა პრობლემებია,რომლებიც სწორედ რუსი სამხედროების იქ ყოფნით არის გამოწვეული. ამაზე საუბრობს ორგანიზაციის „სანკ-პეტერბურგის ჯარისკაცთა დედები" ხელმძღვანელი ელლი პოლიაკოვა:

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100