RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მოდერნიზებული პროპაგანდა

01.12.2008  |  10:52

რუსული ჯარის გალის რაიონში გადაადგილება, ამ ბოლო დროს ქართული მას-მედიის ძირითადი სპეკულაციის საგანი გახდა. უცვლელი რეზიუმეთი - მოსახლეობა პანიკაშია.

8/5/7/857.jpegსაქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ პროპაგანდაში აქცენტები შეცვალა. ადრე "რუსული ოკუპაციის არსი" - ს ილუსტრირებას გალის ქართული მოსახლეობის ტანჯვით ცდილობდენენ. სამომავალო ეთნიუკრი წმენდის წინაპირობა ესახებოდათ: ქართველებისთვის რუსული პასპორტების დარიგება , ადგილობრივი მოსახლეობიდან იარაღის მასიური ამოღება და რუსეთიდან სასკოლო სახელმძღვანელობის შეტანა.

გათვლა არ გაამართლა. გალის მოსახლეობა ადვილად დათანხმდა მოქალაქეობის და განათლების ტექნოლოგიური პროცესის შეცვლას. ორ თვიანმა შეძახილმა ამ "კაცობრიობის წინაშე დანაშაულის" შესახებ, შედეგი არ გამოიღო. რაიონიდან მოსახლეობის გადინება, არ მოხდა.

საჭირო გახდა ახალ მეთოდებზე გადასვლა. ახლა გალის ქართული მოსახლეობა, თითქოს დაპანიკებულია - სასაზღვრო საჰაერო ზოლიდან რუსების დაკვირვებით, რაიონის მცხოვრებლების აღწერის , ახალი გზების მშენებლობის და სამხედროებისათვის საყოფაცხოვრებო ნივთების შემოტანის გამო. ქართველი პოლიტიკოსები ამგვარ სიახლეებზე შესაბამისად რეაგირებენ: რუსეთი აშკარად ემზადება ხელახალი შემოჭრისთვის.

საპარლამენტო ფრაქციის "ახალი საქართველო" დეპუტატი პაატა დავითაია თვლის , რომ ასეთი საფრთხე სავსებით რეალურია და ფიქრობს, რომ მოვლენები "საქართველოსთვის უფრო მძიმე სცენარით" განვითარდება. იმიტომ, რომ თბილისის ღრმა რწმენით, დღეს აფხაზეთში 58 - ე არმიის 6 ათასზე მეტი ჯარისკაცი იმყოფება. კიდევ ხუთი სამხრეთ ოსეთში დგას.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გასცა ინფორმაცია, რომ რუსული საომარი ბაზების მოწყობის ფარგლებში, საქართველოსთან ორივე რესპუბლიკის საზღვირს გასწვრივ შექმნილია გაძლიერებული რაიონები. ამას, უცებ თან მოჰყვა განმარტება: თუკი ქართული ხელისუფლება გადაწყვეტს განახორციელოს ახალი "კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა", მათთვის შედეგები უფრო მეტად სამწუხარო იქნება, ვიდრე ეს აგვისტოში იყო.

"საშიშროება იმისა, რომ რუსეთი ისევ აღადგენს საომარ მოქმედებებს საქართველოში, არსებობს", - მხარი დაუჭირა დავითაიას, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა. მისი თქმით, ომის განახლების ნიშნები სახეზეა, მაგრამ არის დამაიმედებელი ვითარებებიც. ერთ-ერთ ასეთად მინისტრმა "რუსეთში არსებული ეკონომიური დეგრადაცია" დაასახელა.

მართალია, აფხაზეთში ასეთი დეგრადაცია რატომღაც ვერ შეამჩნიეს. 25 ნოემბერს რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, მოუხმობდა რუსულ ბიზნესს.

"მას შემდეგ, რაც ქართული აგრესიის საფრთხე გაქრა, ბიზნესისათვის არანაირი ობიექტური რისკი არ არსებობს, - განაცხადა მან. - ახლა მისი დაცვა გარანტირებულია, აფხაზეთის და რუსეთის კანონების მიხედვით. ხოლო საგადასახადო კუთხით მუშაობის ასეთ სარფიან პირობებს, როგორიც აფხაზეთშია, თქვენ ნამდვილად ვერ იპოვნით, მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100