RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროპამ უნდა მიაქციოს ყურადღება საქართველოს

01.12.2008  |  14:25

... და ინციდენტებს, რომლებიც მის ტერიტორიაზე ვითარდება. ამის შესახებ 27 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა ვიცე-პრემიერმა და ევროპისა და ევროპარლამენტის სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ.

8/6/0/860.jpeg"საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ რჩება რუსული საოკუპაციო ჯარები, ხოლო ქვეყნის უდიდესი ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული", - განავრცო თავისი აზრი ვიცე-პრემიერმა. - მოსკოვმა არამც თუ შესარულა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, არამედ წამდაუწუმ არღვევს მის მთავარ პუნქტებს".

ბარამიძემ მოითხოვა დასავლეთიდან არა მხოლოდ ყურადღება. ის დაჟინებით იძლევა რეკომენდაციას გამოეყოს საქართველოს MAP -ი ნატოში შესასვლელად, უკვე 2-3 დეკემბერს ბრიუსელში , საგარეო საქმეთა სამინისტროს ალიანსის შეხვედრაზე.

"ამ შეხვედრაზე აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას მექანიზმები, რომელიც ნებას მისცემს საქართველოს შეუერთდეს ნატოს. რუსეთს არ უნდა შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს მან შეძლო ალიანსის წევრებს შორის შუღლის ჩამოგდება და შეუძლია იზეიმოს გამარჯვება, რომელიც არ მოუპოვებია ! ".

მიუხედავად მთელი ამ პათოსისა, ბარამიძე ნათლად ხედავს, რომ ამის გაკეთება ძალზედ რთული იქნება.

"ჩვენ უკანასკნელ წუთებამდე მოვითხოვთ MAP -ის მინიჭებას , - მათ შორის იმ ქვეყნებისგან, რომლებიც თავს იკავებენ რუსეთის ფაქტორის გამო "- ირწმუნება ბარამიძე.

შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ეს ტყუილ-უბრალო ფუსფუსი იქნება. 27 ქვეყნიდან 9 ქვეყანამ უკვე გასაგებად აღნიშნა, რომ არ დაუშვებენ მის გაფართოებას. ყოველ შემთხვევაში , ახლა. სააკაშვილის ყველაზე ახლობელმა მოკავშირემ ნატოში, ლიტვის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა ხმამაღლა აღიარა, რომ - MAP-ს საქართველო მხოლოდ სასწაულით მიიღებს.

მიუხედავად ამისა, 27 ნოემბერი გახდა სხვა ქართველი მინისტრების გაძლიერებული აქტივობის დღე. ისინი თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თითოეული ყვებოდა, რამდენად ცუდად იქნება ნატოს გარეშე საწყალი საქართველო, და როგორ დაზარალდება ალიანსი, თუკი საქართველოს არ უშველიან უახლოესი 5 დღის განმავლობაში.

ბარამიძის გამოსვლას მოყვა, შ.ს.ს-ს ხელმძღვანელის ვანო მერაბიშვილის გამოსვლა. აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე მან მოყვა, როგორ დაიპყრო რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მიანიშნა, რომ დასავლეთსაც იგივე ელის.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100