RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ცხინვალი სასაზღვრო ფარით იმიჯნება

02.12.2008  |  09:59

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა საქართველ-ოსთან საზღვრის მოწყობის ბრძანება გასცა. ამასთანავე სამხრეთ ოსეთი სავიზო რეჟიმის შემოღებასაც გეგმავს.

8/6/8/868.jpeg„სამი თვის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარი საგუშაგოებით იქნება კეთილმოწყობილი, გათვალისწინებულია ასევე ერთი გამშვები პუნქტი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით, უნდა შევიმუშავოთ და შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი საქართველოსთან. ყველა მოქალაქემ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას მოისურვებს, სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოს ვიზის მისაღებად"- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში კოკოითმა.

ეს ნაბიჯი ნოემბრის დასაწყისიდან მზადდებოდა, როდესაც რესპუბლიკის ქვედანაყოფები სოფელ პერევის იმ ნაწილში შევიდნენ,რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. თუმცა ბრძანების გაცემა პრეზიდენტმა მხოლოდ 24 ნოემბერს რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მეგობრობაზე, თანამშრომლობასა და ურთიერთ დახმარებაზე" დადებული დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ შეძლო. ეს დოკუმენტი გულისხმობს სახელმწიფო საზღვრის ერთობლივ დაცვას, რომელიც ბუნებრივია უნდა მოეწყოს და რაც უფრო ჩქარა მოხდება ეს, მით უკეთესია, რადგან ცხინვალი ძალზედ დაინტერესებულია რუსული სმახედრო კონტიგენტის დახმარებით.

არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, რომ საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვარო არე ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც პრობლემური ტერიტორიაა. ამ საკითხში ცოტა ხნის წინ იქ მყოფი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, დევნილთა და მოქალაქეთა განსახლების კომიტეტის წარმომადგენელი- კორიენ იომკერი სულ ახლახანს პირადად დარწმუნდა.

„ძალიან აღელვებული ვარ, საქართველოს ამ კონფლიქტური რეგიონების მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვით და ჰუმანიტარული სახის უდიდესი სირთულეებით, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველ დღიურ ცხოვრებას ეხება. იქ გამუდმებით საშიში ატმოსფეროა. ევროკავშირი-სა და ეუთო-ს დამკვირვებელთა ყოფნა, არ არის საკმარისი საზღვრისპირა რაიონების მკვიდრთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად"- აღნიშნა ქალბატონმა იომკერმა.

ამ ეტაპზე უცნობია, სავიზო რეჟიმი რა დონეზე შეაფერხებს მოქალაქეთა ერთი ქვეყნიდან, მეორე ქვეყანაში გადაადგილებას, მაგრამ საზღვარზე მეტი წესრიგი უდაოდ იქნება.

კანონზომიერია მეორე კითხვა.ხომ არ აღმოცენდება წინააღმდეგობის ახალი ეტაპი? საკმარისია ორი კვირის წინანდელი მოვლენები გავიხსენოთ, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა, სოფელ პერევის რაიონში. „აღმაშფოთებელი ფაქტია, რომ სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფებმა სოფელში გახსნილი რუსული ბოლკ-საგუშაგოები დაიკავეს"-განაცხადა დიპლომატიურმა უწყებამ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100