RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დონორული მილიარდები მიფრინავენ?

02.12.2008  |  10:01

საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინება შემცირდა, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგვეხმარება დონორი-ქვეყნების ფინანსური შემოდინებები, არწმუნებდა ამ კვირაში თავის მოქალაქეებს ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტი გრიგოლ მგალობლიშვილი.

ხელისუფლების იმედები არ არის ფაქტი, რომ გამართლდეს. უფრო მეტიც, ქვეყანა შეიძლება დარჩეს დაპირებული დონორული დახმარების გარეშე. თანაც, ამ გაფრთილებას, საერთაშორისო ექსპერტებიც იძლევიან.

მოხსენებაში "საქართველო: დამდეგი ზამთრის რისკები" საეთაშორისო ანტიკრიზისული ჯგუფი ICG, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ბრიუსელში, აკეთებს პროგნოზს: "თუკი საქართველოს ხელისუფლება არ გაატარებს რეკომენდირებულ რეფორმებს, ქვეყანა ვეღარ მიიღებს საერთაშორისო ქველმოქმედებას და იმ 4,5 მილიარდ დოლარს, რომელიც დონორი-ქვეყნებისგან არის გამოყოფილი".

მოვლენების ამგვარი განვითარებისათვის, თბილისი აშკარად მზად არაა. არა და, ამ დღეებში სააკაშვილმა აღიარა, რომ ქვეყანას მძიმე ეკონომიკური წელი ელის. არსებული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე სარისკო განცხადებაა. როგორც ჩანს, ამიტომაც, მიხეილ ნიკოლოზის ძე ასე დიდხანს უარყოფდა კრიზისის არსებობას. ის კი უკვე კარსაა მომდგარი : ქვეყანის უმუშევრობა, შერყეული ლარის კურსი, ინვესტორების წასვლა...

და კიდევ, თითქოს კრემლთან შეთანხმებით, საერთაშორისო ექპერტები განმარტავენ: "2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომმა და მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, შეარყია საქართველოს ეკონომიკა და გააფუჭა საინვესტიციო კლიმატი". ასეთ სიტუაციაში, ოპოზიციის უკმაყოფილების ტალღა შესაძლოა მასიურ პროტესტში გადაიზარდოს. სააკაშვილის გადადგომას სულ უფრო დაჟინებით მოითხოვენ, ხალხშიც ის ისეთი სიყვარულით აღარ სარგებლობს, როგორც ეს 5 წლის წინათ იყო. საეჭვოა კვლავ გაერთიანდეს ნაცია ახალგაზრდა ლიდერის მიერ არაერთგზის აპრობირებული, საგარეო მტრის საფრთხის მიზეზით".

საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელმა კვლევამ, რომელიც ყოველკვირეულმა გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ჩაატარა, აჩვენა: საქართველოს მოქალაქეების უმეტესობის აზრით, აგვისტოს მოვლენები ყველაზე დიდი შეცდომაა. 28 ნოემბერს, პრეზიდენტმა მაინც აღიარა, რომ ომი მან დაიწყო და არა მუხანათმა ჩრდილოელმა მეზობელმა. მართალია, წამოცდა, რომ სხვა არჩევანი არ ქონდა, მაგრამ საეჭვოა, რომ ასეთი აღიარებით ქულები მოემატოს, პირიქით შეავსებს ქართველების პრეტენზიების გრძელ სიას, საკუთარი რჩეულის მიმართ.

ასე, ხსენებულ გამოკითხვის გრაფაში "პრეზიდენტის შეცდომები" ნახსენებია ზეწოლა ბიზნესზე, უმუშევრობა, მას-მედიის თავისუფლების შეზღუდვა და გასულ შემოდგომაზე ოპოზიციონერთა მიტინგის სასტიკი დარბევა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100