RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს თანამდებობის პირთა დაკითხვების გაგრძელებას

02.12.2008  |  16:30

8/7/9/879.jpegსაქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, რომელიც აგვისტოს მოვლენების შესწავლისათვისაა შექმნილი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლით პრაქტიკულად დაამთავრა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელ, თანამდებობის პირთა მოსმენის პროცესი. დეკემბრის ბოლოს კომისიამ, ფართო საზოგადოებას უნდა წარუდგინოს საკუთარი დასკვნა და უპასუხოს მთავარ შეკითხვას- ვინ დაიწყო ომი და რამ განაპირობა ის.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები თვლიან, რომ კომისიას საკმარისი მტკიცებულებები აქვს, რათა გააკეთოს სწორი დასკვნა, მაგრამ ოპოზიციური დეპუტატები ამ აზრს არ იზიარებენ.

კომისიის წევრი ლევან ვეფხვაძე, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი თვლის, რომ ყოფილი თუ ახლანდელი ჩინოვნიკების მოსმენის პროცესის დამთავრება, ჯერ ნაადრევია. ვინაიდან კომისიას ჯერ კიდევ არ დაუკითხავს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში ირაკლი ალასანია და ყოფილი საქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციაში ირაკლი ჩუბინიშვილი. ოპოზიცია ასევე მოითხოვს დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების მოწვევას კომისიის სხდომებზე, რათა მოისმინონ მათი აზრიც: ომის გამომწვევ მიზეზებზე, საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე და ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების შესახებ.

საქმე იმაშია, რომ ყოფილმა საქართველოს ელჩმა რუსეთში ეროსი კიწმარიშვილმა, თავის სკანდალურ გამოსვლაში კომისიის სხდომაზე, დაადანაშაულა საქართველოს მთავრობა იმაში, რომ მან პირველმა დაიწყო საომარი მოქმედებები და მოწყობილ პროვოკაციას აჰყვა. ამასთან ერთად კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება, დიდი ხნით ადრე ემზადებოდა ამ ომისთვის, ის კი აფრთხილებდა ამგვარი მოქმედების დაუშვებლობის შესახებ, ვინაიდან რუსეთი ამაზე აუცილებლად უპასუხებდა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამ აზრს მაშინ იზიარებდნენ საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში ირაკლი ალასანია და ყოფილი საქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციაში ირაკლი ჩუბინიშვილი..

ოპოზიცია თვლის, რომ კომისიამ აუცილებლად უნდა მოუსმინოს ჩუბინიშვილს და ალასანიას. თუ კი მათი დასწრება კომისიის სხდომაზე შეუძლებელი აღმოჩნდება (ორივე ამჟამად არ იმყოფება საქართველოში), მაშინ წერილობით მაინც მოსთხოვონ პასუხების გაცემა, რიგ შეკითხვებზე.

საპარლამენტო ოპოზიციას ასევე აქვს სურვილი მოისმინოს, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პოზიცია, აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება, დამოუკიდებელ სამხედრო ექსპერტებს, მათი გამოსვლები ქართულ მასმედიაში მკაცრი კრიტიკით გამოირჩეოდა, საქართველოს მთავრობის მისამართით. ამასთან ერთად, ექსპერტები აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას არა მარტო ომის დაწყების გამო, არამედ ქაოტური და ზუსტი გეგმის არ მქონე საომარი მოქმედებების წარმოებისა და გაუმართლებლად სწრაფი კაპიტულაციის გამოც.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100