RSS
на русском en in english
20.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პრეზიდენტის შემოდგომა

02.12.2008  |  16:32

უკანასკნელ პერიოდში ქართველი ლიდერის გარშემო, არც თუ ისე ცოტა ჭორი ტრილებს. ჭორები ქვეყნის ახლანდელი პრეზიდენტის პერსპექტივებს ეხება, რომლებსაც პოლიტოლოგები არც თუ სახარბიელოდ წარმოაჩენენ.

8/8/0/880.jpegწარსულში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების დარგში და ამჟამინდელი ცნობილი ოპოზიციონერი გიორგი ხაინდრავა მიიჩნევს, რომ აგვისტოს მოვლენენებმა სააკაშვილის ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გააფუჭა. საეჭვოა, რომ შექმნილ სიტუაციაში მოქმედმა პრეზიდენტმა თვისი პოსტი უფლებამოსილების შეწყვეტის ვადამდე შეინარჩუნოს.

„სააკაშვილი აგვისტოს კატასტრიფის შემდეგ პოლიტიკური გვამია, დღეს ის თავადაც ხვდება, რომ მისი დღეები დათვლილია, ამიტომაც ძალაუფლებას ნებისმიერი მეთოდით ებღაუჭება, რათა საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ დასავლელი პოლიტიკოსები, რომ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ხელისუფლებაში მოსვლა არა მარტო საქართველოსათვის არის საშიში. სწორედ ის გახდა დასავლეთსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გამწვავების კატალიზატორი" - ირწმუნება ხაინდრავა.

თუმცა ბევრი პოლიტოლოგი,როგორც ქართველი, ისე რუსი თავის შეფასებებში ასეთი კატეგორიული არ არის. დსთ-ს ქვეყნების კავკასიის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელმა მიხეილ ალექსანდროვმა აღნიშნა: „სააკაშვილის,როგორც პოლიტიკოსის დღეები, დათვლილი არ არის, მაგრამ თავის საპრეზიდენტო ვადამდე ალბად პოსტზე ვერ გაჩერდება. საქართველოში შინაგანი წნევა მოიმატებს, სოციალური დაძაბულობა გაიზრდება და სააკაშვილს ვადამდე წასვლას აიძულებენ. შესაძლოა ეს ყოველივე მომავალ წელსაც მოხდეს".

ახლა კი იმ ძალების შესახებ, ვისაც შეუძლია ამ გადადგომის დაჩქარება. უპირველეს ყოვლისა ეს ოპოზიციის შედარებით აქტიური ფრთაა. მიტინგებზე, რომლებიც მათ 7 ნოემბერს თბილისში ჩაატარეს აქტიურად მოითხოვდნენ ვადამდელ არჩევნებს.

„დღეს ჩვენ სახალხო დაუმორჩილებლობის ახალ ტალღას ვიწყებთ, რომელიც მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ჩვენ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ მივაღწევთ. ჩვენ ხელისუფლებას თანამშრომლობის ხელი გავუწოდეთ, რათა ეროვნული თანხმობისათვის და შერიგებისათვის მიგვეღწია, მაგრამ ერთადერთ პასუხად სიტყვა „არა" მივიღეთ" - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა, „კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა, კახა კუკავამ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100