RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ამერიკელებს შავ ზღვაზე სტუმართმოყვარეობა არ ყოფნით

03.12.2008  |  14:23

8/9/0/890.jpegა.შ.შ პრეზიდენტმა გასცა განკარგულება დაეზღვიათ ყველა ამერიკული სავაჭრო გემი,შესაძლო საომარი რისკებისაგან, რომელბიც ბოსფორის იქეთ შეცურავენ, თეთრ სახლში აღიარებენ, რომ ეს საქართველოს მოვლენებთანაა დაკავშირებული, სადაც ა.შ.შ ფლოტი აგზავნის ყველაფერს - ჰუმანიტარული დახმარებიდან დაწყებული სამხედრო ტექნიკამდე.

განკარგულების თანახმად, რომელიც თეთრი სახლის საიტზე გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა დაავალა ტრანსპორტის მინისტრს დააზღვიოს გემები სპეციალური სახელმწიფო ფონდიდან.

"ეს დავალება ჯორჯ ბუშმა ჯერ კიდევ სექტემბერში გასცა, საქართველოში ცნობილი მოვლენების შემდეგ, განაცხადა ა.შ.შ-ს ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა ბენჯამინ ჩენგმა. - სამომარი რისკებისაგან დაზღვევა ენიჭებათ მთავრობის მიერ სავაჭრო გემებს, თუკი დაზღვევაზე უარს ამბობენ კომერციული კომპანიები. ჩვენ არ ვასაიდუმლოებთ იმ ფაქტს, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და ვაპირებთ სტიმულაცია გავუკეთოთ საქართველოსა და ა.შ.შ-ს შორის კომერციული კავშირის განვითარებას".

საქართველოსთან საზღვაო ვაჭრობის აქტივიზაციას წინ ერთვოდა ა.შ.შ -ს და ნატოს სამხედრო გემების სვლა. აგვისტოს ბოლოს - სექტემბრის დასაწყისში 10-მდე გემმა მოიარა შავი ზღვის აკვატორია, ვითომ და სწავლებისათვის. ნატოს წარმომადგენლები უარყოფდნენ კავშირს ამ ღონისძიებებსა და რუსეთ - საქართველოს კრიზისს შორის. მაგრამ შემდგომ ამერიკელების აქტიურობა შავ ზღვაში მხოლოდ გაძლიერდა.

ა.შ.შ-ის საერთო პოლიტიკა შავ ზღვასთან მიმართებაში ჩამოყალიბდა 1997 წელს ანალიტიკური ჯგუფის "ახალი ამერიკული საუკუნის პროექტი" -ს მიერ. აი ამონარიდები მათი მოხსენებიდან.

"შავი ზღვა იყო შავი ხვრელი ევროპის ისტორიაში. დღეს ეს რეგიონი წარმოადგენს შეერთებული შტატებისათვის და ევროპისთვის უდიდეს სტრატეგიულ ინტერესს. თუკი დღეს ევროკავშირი ახორციელებს მოხმარებული ენერგიის დაახლოებით 50 პროცენტის იმპორტს, მაშინ 2020 წლისათვის მისი იმპორტი შესადგენს 70-ს. ეს გაზრდა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შავი ზღვის გავლით. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია საკუთარი კონტროლის ქვეშ შავი ზღვის რეგიონის აყვანა".

აი "კონტროლ ქვეშ აყვანის" ერთი მაგალითი. მთელი უკანასკნელი პერიოდი საქართველოს ნაპირებს იცავს ამერიკული სარაკეტო კრაისლერი "ბარრი". პერიოდულად ის შედის ფოთში ან ბათუმში. იქ იანკები უკვე გაეცნენ ბარტერს "საბჭოურად". გუნდის მეგობრული ვიზიტები ნაპირზე მათი მანდარინების შესაგროვებელი სამუშაოებით სრულდება.

"ა.შ.შ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტი, არის რუსეთისათვის შემაფერხებელი ფაქტორი", - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. მისი აზრით, "საქართველოს მისამართით მისი აგრესიის განახლება შესაძლებელია. რუსეთი - მძვინვარე დათვია, რომელიც დრო და დრო ცდილობს თათის აქნევას, როგორც ყოველთვის ამ დროს ჩვეულებისამებრ ჩვენ ვხვდებით".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100