RSS
на русском en in english
15.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო - ნატო: პერსპექტივები და მოლოდინი

03.12.2008  |  14:28

8/9/1/891.jpegკონკრეტულ გადაწყვეტილებებს საქართველოს და უკრაინის ნატოში შესვლასთან დაკავშირებით დღევანდელი მინისტერიალისაგან თბილისი ჯერ არ ელის. უფრო მეტიც, ხელისუფლებაც და ოპოზიციის უმრავლესობაც თვლიან, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო და რჩება ერთადერთ მართებულ გზად ქვეყნის სამომავლო განვითარებისა.

"საქართველოს და უკრაინის სწრაფვას ნატოში, ვერც ერთი, ყველაზე ძლიერი სახელმწიფოც კი ვერ შეუშლის ხელს ", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება ალიანსის წევრების უკანასკნელ განცხადებებს, საქართველოსთვის და უკრაინისათვის ამ ეტაპზე ნატოს წევრობისათვის სავალდებულო სამოქმედო გეგმის მინიჭებაის შეუძლებელისნ შესახებ. დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ МАР -ის გეგმა - ალიანსში ინტეგრაციის ერთადერთი გზა როდია.

"საქართველოსთვის მთავარი - ნატოში შესვალაა, ხოლო რა გზით მოხდება ეს- ეს უკვე სუფთა ტექნიკური საკითხია", - თვლიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

საგარეო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა ჟვანიამ აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნები განაგრძობენ საქრთველოს და უკრაინის მხარდაჭერას და რჩებიან ერთგულნი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომელშიც მტკიცედაა დაფიქსირებული, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. მაგრამ ამას დაჭირდება გარკვეული დრო.

საპარლამენტო ოპოზიცია ნაკლებად ოპტიმისტურადაა განწყობილი და თვლის, რომ პასუხს შეკითხვაზე, კონკრეტულად როდის მიიღებენ საქართველოს ნატოში, დღესდღეისობით მინისტერიალში არ იძლევიან. ამავე დროს ოპოზიციონერი დეპუტატები იმედოვნებენ, რომ წევრები სხდომაზე მიიღებენ არა ერთ სხვა, საქართველოსთვის საჭირო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

არასაპარლამენტო ოპოზიცია თავის შეფასებებში უფრო მეტად მკვეთრია და აცხადებს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების პერიოდში საქართველო ნატოში ვერ შევა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერების თქმით, ნატო - ეს დემოკრატიული გაერთიანებაა, რომისთვისაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული ფასეულობების დაცვა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ღიად უარყოფს. უფრო მეტიც, აგვისტოს მოვლენების შემდეგ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივამ უკან დაიწია.

დამოუკიდებელი ექსპერტები ასევე სკეპტიკურად აფასებენ საქართველოს წევრობას ნატოში და თვლიან, რომ ა.შ.შ.-ს სახელმწიფო მინისტრის მიერ გახმოვანებული საქართველოსთან ურთიერთობის ახალი ბრიტანული გეგმა, უფრო მეტად აშორებს მას ალიანსისგან. ამასთან ერთად, პოლიტოლოგები და ექსპერტები ასახელებენ რუსეთის ფაქტორს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და აცხადებენ, რომ დასავლეთი, სავარაუდოდ არ შევა კონფრონტაციაში რუსეთთან საქართველოს გამო.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100