RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსული ბაზების შექმნა ამიეკავკასიში: ძვირია, მაგრამ საჭიროა

03.12.2008  |  17:04

8/9/4/894.jpegსამხრეთ-კავკასიის სამხედრო ოლქის მთავარ-სარდლის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსეი ვერბიცკიმ განაცხადა, რომ 58-ე არმიის შტაბი რეორგანიზებული იქნება ოპერატიულ განკარგულებაში, ხოლო 20-ე მოტომსროლელი დივიზიის ბაზაზე ჩამოყალიბდება მუდმივი მზადყოფნის ორი მოტომსროლელი ბრიგადა.

ამ დღეებში თავდაცვის სამინისტრომ დაასახელა ფასიც. ბიუჯედტიდან უნდა გამოიყოს 10-12 მილიარდი რუბლი. სამხრეთ ოსეთში ახალი სამხედრო ბაზის შესაქმნელად საიჭირო იქნება 5-6 მილიარდის დახარჯვა. ასეთი შთამბეჭდავი ხარჯის არსებობა გამოწვეულია უმთავრესად იმით, რომ რესპუბლიკაში საერთოდ, ბევრი რამ - დაწყებული ინფრასტრუქტურიდან - საჭიროებს ნულიდან შენებას.

სამხედრო ობიექტებთან შეფარდებით საიჭირო იქნება, ყაზარმების და ტექნიკისათვის პარკების გარდა გაყვანილ იქნას კომუნიკაციები და გზები. უკანასკნელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. უფროსობას არ მოწონს, რომ რუსეთს და სამხრეთ ოსეთს მხოლოდ ერთი გზა აერთიანებს- როკის გვირაბიდან. სამხედროების მოსაზრებით, საჭიროა შეტყობინებებისათვის სათადარიგო გზა, რომ გვირაბის ბლოკადის შემთხვევაში, ჯარები კავკასიონის ქედის უკან არ მოექცნენ ხაფანგში.

სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იური დზიცოიტმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ უკვე განსაზღვრა სად გაივლის სათადარიგო გზა რუსეთისკენ. "როქის გვირაბის დუბლიორად, რომელიც სამხედრო თვასაზრისით არც ისე დაცულია, ამავე დროს კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, გახდება მამისონის უღელტეხილი, - აღნიშნა მან. ჩვენ გაგვყავს ტექნიკული გზატკეცილი, რომელიც დააკავშირებს პირდაპირ სამხრეთ ოსეთს და რუსეთს. ის თან დაერთვება მშენებარე გაზგაყვანილობას და გახდება სამხედრო-ოსეთის გზის გაგრძელება. ეს ტრაქტი მოქალაქეების ავტომობილებისათვის არაა, ის სამხედრო სატვირთო ტრანსპორტითვის და ჯავშანტექნიკისათვისაა, რომლებიც მშვიდად შეძლებენ საჭიროებისამებრ მასზე გადაადგილებას".

თვითონ ბაზა ორ ადგილას იქნება განთავსებული - ჯავაში და ცხინვალში. "ასეთია ნორმალური პრაქტიკა, - განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში. - მაგალითად, ტაჯიკეთში 201-ე ბაზა ხუთ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს".

აფხაზეთში ბაზების მშენებლობა საგრძნობლად იაფი დაჯდება. იქ შემორჩენილია სამხედრო ინფრასტრუქტურა: როგორც გუდაუთაში, სადაც 2005 წლამდე განთავსებული იყო რუსული ჯარები, ასევე ოჩამჩირეში, სადაც საპორტო ნაგებობები პრინციპში მზადაა სამხედრო-საზღვაო ბაზების შესაქმნელად. ხოლო მას შემდეგ რაც 5 აგვისტოს აღდგა რკინიგზის შეტყობინება, კომუნიკაციის პრობლემები, სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, არც თუ ისე მწვავეა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100