RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რევანშის იმედით. საბრძოლველად დიპლომატები მიდიან.

04.12.2008  |  11:05

9/0/1/901.jpegოპოზიცია სულ უფრო მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას. მთავრობის მოხმრეები, თუმცა მათი რიცხვი სწრაფად იკლებს, მათ შეცდომებს მხოლოდ გათვალაში ცდომილებას უწოდებენ, რაც მათი ახალგაზრდობით არის გამოწვეული. მართლაც უმეტესი ქართველი პოლიტიკოსი ეს ესაა გადასცდა 30 წელს.

რა გამოდის- ჯერ ადრეა დიპლომატიის ხელოვნების სწავლა? მანამ კი ცხოვრობ და ხელმძღვანელობ პრინციპით- შენ ჩემი მეგობარი აღარ ხარ? ეს არის ის ერთადერთი რაც "ახალგაზრდა რეფორმატორებს" ყველაზე უკეთ გამოსდით. გასული კვირა სკმაოდ რთული გამოდგა ხელისუფლებისათვის. თავიდან საპარლამენტო დროებითი კომისიის სხდომაზე, რომელიც აგვისტოს მოვლენების შესასწავლად შეიქმნა, საქართველოს ყოფილი ელჩის რუსეთში ეროსი კიწმარიშვილის მამხილებელი ბრალდებები გაისმა. დამასრულებელი აკორდი კი, კომისიის მუშაობისა იყო 28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის მოულოდნელი აღსარება: დიახ ომი ჩვენ დავიწყეთ, აბა რა უნდა გვექნა...

რა მოჰყვება , ყველა ამ ბრალდებას და აღიარებას, მონანიების გარეშე? ჯერჯერობით მხოლოდ კონსტატირება შეიძლება: დაშვებული შეცდომებიდან არც ისე ბევრი გაკვეთილია გამოტანილი.

ზემოთ ხსენებული კომისიის მუშაობის დასრულების მეორე დღეს, ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება დიპლომატიური ურათიერთობების ნიკარაგუასთან გაწყვეტასთან დაკავშირებით. ეს ქვეყანა საქართველოს მეგობარი იგივე მიზეზით არ არის, რა მიზეზითაც რუსეთი. ნიკარაგუა - მეორე სახელმწიფოა, ვინც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. თბილისში არც მალავენ, რომ მოქმედებენ პრინციპით "ჩემი მტრის მეგობარი, ჩემი მტერია". "გადაწყვეტილება ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ მიღებულია, ნიკარაგუას მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო, თანახმად საქართველოს მთავრობის დადგენილებისა, შეუწყდება მოქმედება 1994 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს "დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და ნიკარაგუას შორის".- ნათქვამია ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაში.

მან განაცხადა, რომ ოფიციალურად დიპლომატიუერი ურთიერთობების გაწყვეტას მანაგუასთან "წელავდნენ", იმიტომ რომ, ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო "შიდა პროცედურების დაცვით".

ნიკარაგუის პრეზიდენტმა დენიელ ორტეგამ განაცხადა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ, სულ რამოდენიმე დღეში, რაც მისმა რუსმა კოლეგამ დიმიტრი მედვედევმა აღიარა ეს სახელმწიფოები. სამი თვის განმავლობაში ნიკარაგუა აფორმებდა ამისთვის საჭირო ყველა დოკუმენტს. ეს ესაა დასვეს წერტილი, რომ უკვე საჭიროა საბუთების გამზადება, დიპლომატიური ურთიერთობების გაწსაწყვეტად საქართველოსთან.

 

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100