RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს კიდევ ერთი ტელეკომპანია გახდა ”პოლიტიკური”

04.12.2008  |  12:48

9/0/4/904.jpegსაქართველოს დამოუკიდებელ ტელესტუდიას " მასეტრო" უფლება მისცეს აკეთოს პოლიტიკური გადაცემები. საქართველოს კომუნიკაციების ნაციონალურმა კომისიამ 2 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება ამ ტელეკომპანიისადმი გაცემული ლეიცენზიის მოდიფიცირების შესახებ და ამიერიდან "მაესტრო" შეძლებს საკაბელო ქსელით ეთერში საზოგადოებრივი-პოლიტიკური გადაცემებით გავიდეს.

სტუდია "მაესტროსა" და კომუნიკაციების ნაციონალურ კომისიას შორის დავა გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც კომისიამ უარი უთხრა სტუდიის ხელმძღვანელობას ეთერში საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაშვებაზე. უარს კომისიამ მოტივირება გაუკეთა იმით, რომ ამ სტუდიაზე გაცემული ლიცენზია, აძლევს მას უფლებას აწარმოოს მხოლოდ მუსიკალური და გასართობი გადაცემები.

სტუდია "მაესტრომ" ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო სამი ახალი პოლიტიკური თემატიკის პროექტი - თოქ-შოუ "პროფესია ჟურნალისტი", გადაცემები - "კომენტარის გარეშე" და "გამოკითხვა", მაგრამ მალევე მიიღო კომუნიკაციების კომისიისგან გაფრთხილება გადაცემების ტიპის შეუთავსებლობაზე, სტუდიისადმი გაცემულ სამაუწყებლო ლიცენზიასთან. "მაესტროს" ხელმძღვანელობამ 2008 წლის გაზაფხულზე მიმართა კომისიას ლიცენზიის მოდიფიცირებაზე თხოვნით, მაგრამ უარი მიიღო. შემდეგ ამას სასამართლო დავა მოჰყვა, რომელმაც ასევე არ დააკმაყოფილა ტელესტუდიის სარჩელი.

მოეწონა სტუდია ოპოზიციასაც. რამდენიმე დღის წინ "მაესტროს" დამფუძნებელმა და გენერალურმა პროდიუსერმა მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იბრძოდა კომპანიის საკონტროლო აქციის პაკეტის შესაძენად. "ზურაბ ნოღაიდელმა მოითხოვა, ტელეკომპანიის დაფინასების სანაცვლოდ, საკონტროლო პაკეტი, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. მთელი სამყაროს სიმდიდრე რომ მომცენ, "მაესტროს" საკონტროლო პაკეტს არ გავყიდი, სანამ საქართველოში დემოკრატია არ გაიმარჯვებს",- განაცხადა მამუკა ღლონტმა.

ამასთან ერთად აღნიშნა, რომ ტელეკომპანიას აქვს საკუთარი პირობები სავარაუდო სპონსორებთან მიმართებაში. ეს - დამოუკიდებლობის 100 პროცენტიანი შენარჩუნებაა, სიტყვის თავისუფლების 100 პროცენტიანი დაცვა. ექს-პრემიერის წინადადება სამეურვეო საბჭომაც უარყო, რომელიც კომპანიას ხელმძღვანელობს.

"თუკი, ტელეკომპანია დაფინანსდება კერძო ინვესტიციების საშუალებით, არასაკმარისად გამჭვირვალე ანდა პოლიტიკური ფულით, მაშინ მე ვერ შევძლებ მუშაობას ასეთ ორგანიზაციაში და გავალ სამეთვალყურეო საბჭოდან", - განაცხადა საბჭოს წევრმა, ქვეყანაში პოპულარულმა ჟურნალისტმა ია ანთაძემ.

ხელმძღვანელობის თქმით, ჯერჯერობით ჟურნალისტები იმუშავებენ ენთუზიაზმზე, ანაზღაურების გარეშე, რადგანაც ტელეკომპანიას ფინანსები არ გააჩნია. ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ დღეს მიიღეს გადაწყვეტილება სტუდია "მაესტროს" ლიცენზიის მოდიფიკაციის შესახებ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100