RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მალე გაარკვევს, ვინ უღალატა იუშენკოს

05.12.2008  |  09:41

და ამასთან ერთად ვინ გაცა სახელმწიფოებრივი საიდუმლო უკრაინული იარაღის საქართველოში მიწოდების შესახებ. უკრაინის სპეც სამსახურები იმედოვნებენ უახლოეს დროში დაასრულონ გამოძიება და საქმე პროკურატურას გადასცენ.

9/1/6/916.jpeg"გამოძიება საკმაოდ სწრაფი ტემპებით მიდის, - განაცხადა 3 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვალენტინ ნალივაიჩენკომ. - თუკი ჩვენ გავალთ დამნაშავეზე და აღმოჩნდება, რომ ის სახალხო დეპუტატია, მაშინ საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცემა".

იმავე დღეს, უმაღლესმა რადამ განაცხადა, რომ ელოდება პარლამენტში პრეზიდენტს, ვიქტორ იუშენკოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ნალივაიჩენკოს და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს ნიკოლაი მალომუჟს. დეპუტატების გეგმებშია, გამოსძალონ მაღალჩინოსნებს "სახელმწიფოებრივი საიდუმლოების" სხვა დეტალები.

ის, რომ საიდუმლო მონაცემებთან დაკავშირებით სკანდალი, სახალხო დეპუტატების წყალობით წარმოიშვა, იცის მთელმა უკრაინამ და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადების გარეშეც ცნობილია, რომ პირველებმა ამ ინფორმაციის გახმაურება პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ და პარტია რეგიონების თავმჯდომარემ ვიქტორ იანუკოვიჩმა მოინდომეს. ჯერ კიდევ აგვისტოში მათი ინიციატივით შეიქმნა საქართველოში იარაღის მიწოდების გამოძიების საპარლამენტო კომისია. მას შემდგომ მისი ხელმძღვანელი ვალერი კონოვალუკი არ ჩერდება,პერმანენტულად ამზეურებს "სახელმწიფოებრივი საიდუმლოების" ამა თუ იმ დეტალებს. ასევე მონდომებით ახმაურებს ვიქტორ იუშენკოს თანამონაწილეობას, იარაღის უიაფესად გაყიდვის ულამაზო ისტორიასთან.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 12 ნოემბერს, პრეზიდენტის პირადი განკარგულებით დაიწყო ჯაშუშების და ტლიკინების ძებნა.

"უკანასკნელი თვენახევრის - ორი თვის განმავლობაში, მას-მედიის საშუალებებით ისმის ცნობები საქართველოში იარაღის უკანონო მიწოდებაზე, - აღნიშნა იუშენკომ. - მე მოვითხოვ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან მოგვცენ ამ სახის ქმედებების მტკიცე და ადეკვატური შეფასება. უკრაინა ახორციელებს იარაღის მიწოდებას მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომელთა წინააღმდეგაც არ არის დადგენილი საერთაშორისო სანქციები ".

პრეზიდენტმა გაიმეორა მხოლოდ ის, რასაც ამ დროის განმავლობაში იუშენკოს მომხრეები აცხადებდნენ. რომ, მიწოდებების შესახებ ისტორიები მოსკოვის მიერაა ინსპირირებული, სინამდვილეში კი, პრეზიდენტს არაფერი ცუდი არ გაუკეთებია. უბედურება იმაშია, რომ კომისიას აინტერესებს არა თვითონ იარაღის მიწოდების ფაქტი, არამედ , თუ როგორ კეთდებოდა ეს. აი აქ კი პრეზიდენტი ვეღარაფერს უპასუხებს. ამ შეიარაღების მიწოდების გამო, უკრაინისათვის საკმაოდ დიდი ზარალი სახეზეა.

იუშენკომ "ტლიკინებთან" უშიშროების სამსახური გაგზავნა. მათ უმალ იპოვეს ხელმოსაჭიდი. რადას კომისიამ მას-მედიის საშუალებებში გაგზავნა იარაღის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელის სერგეი ბონდარჩუკის წერილი. თურმე წერილი გრიფიდ "საიდუმლო" იყო.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100