RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტია იქმნება

03.12.2008  |  09:43

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ის საკუთარ პარტიას ქმნის, რომლის სახელსაც, შემადგენლობას, მიზნებს და ამოცანებს გვპირდებ, რომ დღევანდელ პრეს- კონფერენციაზე გაგვაცნობს.

9/1/7/917.jpegამგვარად, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა გამოჩნდება. უფრო ადრე საკუთარი პარტია უკვე დააფუძნა საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ. მან პარტიას "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" დაარქვა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ოპოზიციურმა პარტიამ პარტიის სახელწოდებაზე პრეტენზიები გამოთქვა - ის ჰგავს ოქრუაშვილის მოძრაობის სახელს - "ერთიანი საქართველოსთვის" . მიუხედავად ამისა, ბურჯანაძემ სახელწოდება არ შეცვალა.

საქართველოს ოპოზიციურ სივრცეში კონსულტაციები იმართება ახალი პოლიტიკური გაერთიანებების შექმნაზე. ასე, "ახალი მემარჯვენეები" არ მალავენ , რომ გააჩნიათ შეხების მრავალი წერტილი, ოპოზიციურ რესპუბლიკურ პარტიასთან და მალე ამცნობენ ალიანსის ფორმირების შესახებ. ამ ალიანსში, სავარაუდოდ, მოხვდება კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ძალა. არ არის გამორიცხული, რომ ახალ გაერთიანებაში აღმოჩნდეს ნინო ბურჯანაძის და ზურაბ ნოღაიდელის პარტიები.

საქართველოს გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის რიგებიც, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საგრძნობლად შეთხელდა, დეკემბერში გეგმავს ჩაატაროს ახალი ოპოზიციური ბლოკის ყრილობა. გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში მყოფი, მრავალი პარტია სავსებით შესაძლებლად თვლის იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან თანამშრომლობას, რომლებსაც ქმნიან სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები (ანუ ადამიანები, ვისაც სულ ახლახანს გაერთიანებული ოპოზიცია მკაცრად აკრიტიკებდა).

"არ გამოვიყენოთ რესურსები, რომელიც გააჩნია, დავუშვათ, ნინო ბურჯანაძეს, ოპოზიციისათვის არასწორი იქნებოდა ", - განაცხადა საქართველოს კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.

საქართველოს ოპოზიციური ძალები ითხოვენ გაზაფხულზე ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და იმედოვნებენ, რომ თავისი მოქმედებებით შეძლებენ აიძულონ მიხეილ სააკაშვილი წავიდეს ამ ნაბიჯზე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი ოპოზიციური პარტიები იქმნება სწორედ არჩევნებამდე და მათში მონაწილეობის მისაღებად.

ოპოზიცია უკვე ღიად ადანაშაულებს სააკაშვილის ხელისუფლებას რუსეთთან, საქართველოსთვის დასაწყისშივე წაგებული ომის დაწყებაში, ნატოს წევრობის კანდიდატისთვის სამოქმედო გეგმის არ მიღებაში, ასევე ნატოს და ევროკავშირის წინაშე ვალდებულებების არ შესრულებაში, რამაც საგრძნობლად შეანელა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100