RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა დაასახელა ყველაზე ძვირფასი საბრძოლო ნადავლი

05.12.2008  |  14:24

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა დაასახელა ყველაზე ძვირფასი საბრძოლო ნადავლი

ეს სოფელ თამარაშენში ნაოპოვნი კომპიუტერის მყარი დისკია, ის იმ შენობაში ნახეს, რომელიც მანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს ეკავა.

9/2/3/923.jpeg"ჩვენ ახლა ვიცით ვინ მუშაობდა ქართველებზე, ვის და რამდენს უხდიდნენ ისინი, როგორ ახერხებდნენ აგენტურიას გადაბირებას".-განუცხადა კოკოითმა "რუსული გაზეთი"-ის ჟურნალისტებს. დაამატა, რომ სრული ინფორმაცია არ გაიხსნება, იმიტომ, რომ დისკზე არიან "ძალიან ცნობილი ადამიანები, ზოგიერთი ყველასთვის საყვარელიც კი".

თუმცა დისკის რამდეოდენიმე მონაწილე, მან მაინც დაასახელა. "ამ დისკზე არის ჩანაწერი თუ როგორ ეხვევა და კოცნის ვახტანგ კიკაბიძე ოსი ხალხის მოღალატეს, სანაკოევს ეგერთ წოდებული, ალტერნატიული ოსური მთავრობის ხელმძღვანელს. ამ ჩანაწერის ნახვის შემდეგ, ჩემთვის ნათელი გახდა, საყვარელი მსახიობი, რომელიც ამდენად არის დავალებული რუსეთისაგან, აგვისტოში ასეთ მკაცრ განცხადებებს რატომ აკეთებდა..."

კოკოითმა ისიც გვამცნო, თუ ქართულმა სპეც სამასახურებმა როგორ გადაიბირეს თავად სანაკოევი.

"სანაკოევს გაგიჟებით უყვარდა კაზინო. ის აზარტული მოთამაშეა და ჩვენ თავიდან გვეგონა, რომ მისი გადაბირება მაშინ მოახერხეს, როდესაც ძალიან ბევრი წააგო. ახლა კი ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, რომ სანაკოევი და კიდევ რამდენიმე ადამიანი ოსეთის ხელისუფლებიდან ჯერ კიდევ 1998 წელს გადაიბირეს. ისინი სპირტის არალეგალური კონტრაბანდით იყვნენ დაკავებული და სწორედ ამაზე დაიჭირეს. დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთის 1998- 2001 წლის ხელისუფლება, თითქმის მთელი შემადგენლობით ქართულ სპეც სამასახურებთან იყო შეკრული. მათ საქმე რესპუბლიკის სრულ გაკოტრებამდე მიჰყავდათ, რომ შემდეგ უბრალოდ ამერიკულ ფულად ეყიდათ ის".

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თამარაშენში ოსებმა საქართველოს სახლემწიფო უსაფრთხოების არქივი იპოვნეს, ჯერ კიდევ აგვისტოში გავრცელდა. ხოლო სექტემბრის ბოლოს ოსმა ჩეკისტებმა სასაზღვრო სამსახურის მაიორი თემურ გუჩმაზოვი დააკავეს. წინასწარი მონაცემებით ისიც არალეგალური ბიზნესის გამო, ქართული სპეც სამსასხუერების ბადეში აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში ეს DVD- დისკებით ვაჭრობა იყო. საერთოდ ამგვარი გადაბირების ხერხი დამახასიათებელია დაზვერვის სამსახუერებისათვის.

მას შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ , რომ მათ ქართული სპეც სამსახურების დოკუმენტები აღმოაჩინეს, სანაკოევი უარყოფით გამოვიდა.

"ეს სეპარატისტების მორიგი პროვოკაციაა,- განაცხადა მან. -რავითარი აგენტები არ ყოფილა და თან ამგვარ ინფორმაციას არავიან არ შეინახავდა ცხინვალის გვერდით".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100