RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვინ უშლის ხელს ევროკავშირის დამკირვებლებს

05.12.2008  |  14:42

ოფიციალურად შეხვედრა ჟენევის მოლაპარაკებებს მიაბეს, თუმცა ის მხოლოდ ერთ საკითხს ეხებოდა. რუსი სამხედროები ცდილობდნენ შეეთანხმებინათ ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ოპერატიული კავშირის გეგმა.

9/2/4/924.jpeg"ჟენევაში დაწყებული საუბარი, 2 დეკემბერს ერგნეთში გაგრძელდა. მიზანი არის ურთიერთმოქმედების გეგმის შემუშავება, ბუფერულ ზონებში კონტინგენტის და დამკვირვებლების განთავსებაზე", - განაცხადა გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა "Известия" -სთან ინტერვიუში.

თემა, როგორც ამბობენ მომწიფდა. როგორც ჩანს, დამკვირვებლის სამსახური არავის აწყობს. არც რუსეთს, არც საქართველოს, არც სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს. მედვედევ-სარკოზის მოლაპარაკებისამებრ, ევროკავშირის წარმომადგენლები ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწისში მოვიდნენ რუსი სამხედროების სანაცვლოდ ყოფილ ბუფერულ ზონაში. შეგახსენებთ, რომ ის წარმოიქმნა აგვისტოში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარშემო და შეჭრილი იყო საქრთველოს ტერიტორიაზე 10-20 კილომეტრით.

ევროკავშირიმა საკუთარ პასუხისმგებლობაზე აირო იქ სიმშვიდისა და წესრიგის შენარჩუნება. რაც ჯერჯერობით არ ჩანს. იქ თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლებიც არ ჩანან. ჟურნალისტების მხრიდან მცდელობა, მოძებნონ ყოფილ ბუფერულ ზონებში ევროკავშირისს მისია, წარუმატებლობით დასრულდა და შემდგარი შეხვედრაც, იყო მცდელობა დაარწმუნონ ევროკავშირი შეასრუსლოს თავისი დანაპირები.

"ეს ყველა მხარის ინტერესშია, - განმარტა გრიგორი კარასინმა. - როგორც ჩანს, ევროპელი დამკვირვებლების შედეგიანი მუშაობისათვის საჭიროა ეფექტური თანამშრობლობა, ურთიერთქმედება და ინფორმაციის გაცვლა, როგორც რეგიონში მყოფ რუს სამხედროებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან ".

ურთიერთქმედების სიმცირემ მიიღო განსაკუთრებული მწვავე ხასიათი, საქართველოს და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ახლახანს განახლებული დაცხრილვების ფონზე. კარასინის თქმით, სასაზღვრო ტერიტორიებზე აღინიშნება ქართული სამხედრო ნაწილების ახალი კონცენტრაცია.

"ამ რაიონებში იმყოფებიან ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მძიმე შეიარაღებით. მათი მიზნები ბადებს უამრავ ვარაუდს და ეჭვს. საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე შექმნილია ოთხი საველე ბანაკი, როლეშიც განთავსებულია 500 პოლიციელი, აღჭურვილია 24 სადამკვირვებლო პოსტი, რაც ბევრად აჭარბებს შეთანხმებულს. შენდება ახალი საფორთიფიკაციაო ნაგებობები. სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს კი, ლენინგორის რაიონში ახალ ქართულ სამხედრო ბაზას აგებენ ".

მართალია, აქ რუსეთის პრეტენზიები აწყდება მედვედევი-სარკოზის იმავე გეგმას. მასში დეკლარირებულია, რომ ყოფილ ბუფერულ ზონებში შეუძიათ იმყოფებოდნენ საქართველოს პოლიციური ნაწილები. მაგრამ არსად არ არის ნახსენები მათი რიცხვობრიობის შესახებ.

ევროკავშირის წარმომადგენლები ძალიანაც არ უარყოფდნენ რომ სულელობენ. განმარტებებიც ამისათვის მათ მეტად უცნაური იპოვეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100