RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამხრეთ ოსეთში არეულობა გადაიდო

05.12.2008  |  09:52

9/3/1/931.jpegსამხრეთ ოსეთში, ისევე როგორც საქართველოში, კომპრომატების გამოაშკარავებისა და მხილებების ეპოქა დადგა. ასეთია დღის მთავარი სიახლე ქართულ მას-მედიაში და გასაკვირი არცაა: მოწინააღმდეგის ბანაკში შუღლი - სულზე მალამოსავითაა, საქართველოს ხელისუფლებისათვის.

თურმე, არა მხოლოდ თბილისის ამბიციურ თანამდებობის პირებს და პოლიტიკოსებს არ შეუძიათ ძალაუფლების და ზეგავლენის გაყოფა. ერთი კონკრეტული ფაქტის საფუძველზე პრესა აკეთებს განზოგადოებულ დასკვნას: ღვივდება კონფლიქტი რუსეთის და სამხრეთ ოსეთის პოლიტ ელიტას შორის. თუმცა, ცხინვალმა ეს ფაქტი უმალვე უარყო. აი, საქმე რაშია. აგვისტოს ომის გმირს, სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ანატოლი ბარანკევიჩსა და რესპუბლიკის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითს შორის, თურმე შავმა კატამ გაირბინა. მათი ურთიერთობები მკვეთრად და საფუძვლიანად გაფუჭდა. დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ ბარანკევიჩი კოკოითს კომპრომატებით ემუქრება. პირველ რიგში, ეს რაღაც დოკუმენტებია, რომელებიც ამტკიცებენ, რომ კოკოითი, ოფიციალური ვერსიის საწინააღმდეგოდ, აგვისტოს მოვლენების დროს იმალებოდა და მეორე, ის რუსული ფინანსური დახმარების სახით შემოსულ თანხებს ითვისებს. ქართული მასმედიის ვერსიით, ამ დღებში ბარანკევიჩი თითქოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ შეუშვეს და განაწყენებულმა გენერალ-ლეიტენანტმა, ასეთი გადაწყვეტილება სწორედ ამის გამო მიიღო. სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტმა , თავის საიტზე თავად ანატოლი ბარანკევჩის კომენტარი განათავსა, "საინფორმაციო სააგენტო "რეს"-თან სატელეფონო საუბარში მან განაცხადა, რომ ის მოსკოვში იმყოფება და არანაირი მცდელობა სამხრეთ ოსეთში შესვლისა არ ჰქონია. შესაბამისად არავის გაუბრუნებია ის პირდაპირ როკის გვირაბიდან (ეს გვირაბი აკავშირებს რუსეთს ამ რესპუბლიკასთან. - რედ.) ეს საქართველოს მასმედიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციაა.

ზოგიერთი მასმედია ცდილობს გამოიყენოს გენერლის, გართულებული ურთიერთობები ედუარდ კოკოითის გარემოცვასთან. "მაგრამ, მე ამასთან დაკავშირებით, არანაირი კომენტარი არ გამიკეთებია", - მოტანილია ბარანკევიჩის ციტატა.

"ზოგიერთი მასმედიის" რიცხვს, შესაძლოა, რუსული მედიაც მივაკუთვნოთ. კონკრეტულად კი ისინი, ვინც აკათებდნენ მინიშნებას, რომ ომის შემდეგ კოკოითის და ბარანკევიჩის ურთიეთობები მკვეთრად გაფუჭდა. თითქოს ამიტომაც, გენერალი არ აღმოჩნდა სამხრეთ ოსეთის ახალი მთავრობის შემადგენლობაში. განხეთქილების მიზეზი ომის შემდეგ, გენერლის პოპულარობის თავბრუსდამხვევი ზრდა გახდა. ის მთელი იმ დღეების განმავლობაში ცხინვალში რჩებოდა და პირადად ააფეთქა ყუმბარმტყორცნით, ორი ქართული ტანკი. მოსკოვშიც, უშიშრიების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი ანატოლი ბარანკევიჩი, მისი სურვილის გარეშე, პირადად კოკოითის დაჟინებული თხოვნით გადაიყვანეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100