RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ირაკლი ალასანია ოპოზიციაში მიდის?

08.12.2008  |  15:18

9/4/1/941.jpegსაქართველოს პრეზიდენტის ყოფილი თანამებრძოლები, მის ტახტს სულ უფრო ძლიერად არყევენ. ბევრი მათგანი ახლანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის. ყოფილი თავდაცვის მისნიტრი ირაკლი ოქრუაშვილი, პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე, ყოფილი პრემიერ მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი . . . ახლა საქართველოს მედია სააკაშვილის ბიძაშვილზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენელზე, 35 წლის ირაკლი ალასანიაზე ალაპარაკდა. ალასანიამ თავის სახელმწიფო პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ხელისუფლებამ ეს ონფორმაცია ოფიციალურად არ დაადასტურა. როგორც ჩანს მართლდება მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის სავარძლის დასაკავებლად ალასანია, სააკაშვილის მთავარი კონკურებტი იქნება. გაზეთ „Georgiatimes"- თან საუბარში ზოგიერთი ექსპერტი პირდაპირ ამბობს, რომ „ალასანიას სახელმწიფო სამსახურიდან წასვლა იმის ნიშანია,რომ ის სააკაშვილის პოლიტიკის წინააღმდეგია".

ალასანიას სიტყვებით კი მან დაკავებული პოსტიდან გადადგომის შესახენ განცხადება ჯერ კიდევ ხუთშაბათს დაწერა და თავის გადაწყვეტილების შესახებ, აწ უკვე ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ეკატერინე ტყეშელაშჳილს ამცნო. როგორც ალასანიამ ტელეკომპანია „კავკასიისათვის" მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მან დიდი ხნის წინ მიიღო, მაგრამ მთელი ეს პერიოდი მოსახერხებელ დროს ელოდა, რათა საქართველოს ინტერესებისათვის ზიანი არ მიეყენებინა. „მთელი რიგი მნიშვნელოვანი სხდომები იყო წინ, მათ შორის ნატო-ს მინისტერიალი და ჩემი მაშინ წასვლა არ იქნებოდა სწორი"- აღნიშნა ალასანიამ.

ალასანიას განცხადებით, is უახლოეს დღეებში თბილისში დაბრუნებას აპირებს და უფრო დეტალურად მოუყვება საზოგადოებას თავისი გადაწყვეტილების მოტივების და მიზეზების შესახებ. სამომავლო გეგმებზე ალასანიას ჯერ არაფერი უთქვამს, magram პრესაში მაინც გაჟღერdა ინფორმაციამ პოლიტიკოსის სამომავლო გეგმების შესახებ. „ახალი მემარჯვენეები"-ს ერთ-ერთma ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ GHN-ს განუცხადა, რომ მისმა პარტიამ უკვე გაიარა კონსულტაციები ალასანიასთან თანამშრომლობის შესახებ . . .

არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოს ექს-ელჩმა რუსეთში ეროსი კიწმარიშვილმა აღიარა: „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო პროცესის თაობაზე ჩემს პოზიციას ირაკლი ალასანია იზიარებდა. იგი საგარეო პოლიტიკასა და რუსეთთან ურთიერთობებს საქართველოს ხელისუფლების პრიზმით არ განიხილავდა".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100