RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამთავრობო გადაადგილებები ოპოზიციას არ აწყობს

08.12.2008  |  17:10

9/4/4/944.jpegსაკადრო ცვლილებებმა საქართველოს ხელისუფლებაში, არასაპარლამენტო ოპოზიცია ვერ დააკმაყოფილა. საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი და პარტიის "საქართველოს გზა" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ მოცემულ სიტუაციაში, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილის ნებაყოფლობითი გადადგომა იქნებოდა.

პარტიის "საქართველოს გზა"-ის მიერ გავრცელებულ ღია წერილში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა "თავის მმართველობის სრული კრახი უნდა აღიაროს და საკუთარი ნებით გადადგეს პოსტიდან".

მხოლოდ ასე, გახდება შესაძლებელი, პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიოზაციის საფრთხის, თავიდან აცილება და მიშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის გამოყენება, მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოსამზადებლად. - აცხადებს ზურაბიშვილი და ცდილობს პრეზიდენტ სააკაშვილს ჩააგონოს, რომ: "სწორედ ასე მოიქცეოდა, ნებისმიერი პრეზიდენტი, ვინც აზროვნებს და საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობაზე ფიქრობს".

წინა კვირის ბოლოს განხორციელებულ სამთავრობო გადაადგილებებს, სალომე ზურაბიშვილი დაგვიანებულად და არაეფექტურად თვლის და აცხადებს, რომ აგვისტოს ომში კატასტროფული დამარცხების შემდეგ, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში თავდაცვის მინისტრი 48 საათიც კი არ დარჩებოდა პოსტზე.

მისი აზრით, მთელი პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის შედეგებზე მთლიანად მიხეილ სააკაშვილს ეკისრება, რომელიც ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს. ზურაბიშვილი მოუწოდებს ევროკავშირის მიერ შექმნილ საერთაშორისო კომისიას, აგვისტოს მოვლენების გამოძიების თაობაზე, გამოიტანონ ობიექტური და მართებული დასკვნა.

კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ საკადრო გადაადგილებები საქართველოს მთავრობაში- უბრალოდ მორიგი კარუსელია, როელიც ქვეყნის წინაშე მდგარი სერიოზული პრობლემებისაგან, მოსახლეობის ყურადღების სხვა რამეზე გადატანის მცდელობაა.

"ნათელია, რომ სამთავრობო გადაადგილებები, ირაკლი ალასანიას გადადგომასთანაა დაკავშირებული და მხოლოდ ამ ფაქტის პროპაგანდისტულ გადაფარვას ისახავს მიზნად",- აღნიშნავს ძიძიგური.

ის თვლის, რომ იმ მთავრობაში, რომელშიც მინისტრის პოსტები უჭირავთ ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, რეალურ ცვლილებებზე შეუძლებელია საუბარი.

კონსერვატიული პარტიის ლიდერს, აღმაშფოთებლად მიაჩნია განათლების მინისტრის პოსტზე ნიკოლოზ გვარამიას დანიშვნა, რომელმაც ქარულ საზოგადოებას, პოლიტ-პატიმრების საქმეების ფაბრიკაციით დაამახსოვრა თავი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100