RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბურჯანაძის მაკონსოლიდირებელი ძალა

09.12.2008  |  09:58

ნატოს საგარეო საქმეტა მინისტრების შეხვედრის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ახლად შექმნილი პატია "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო"-ს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ მმოქმედმა ხელისუფლებამ ნდობა დაკარგა არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ამს შემდეგ მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს გაერთიანდნენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩაატარონ რესპუბლიკის პრეზიდენტის გადარჩევა.

9/5/0/950.jpeg"საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას არ შესწევს ძალა გადაწყვიტოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან და მიიყვანოს იმ მიზნების განხორცილებამდე, რომლებიც მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის.- აღნიშნა ბურჯანაძემ - ჩვენ ყველაფერი უნდა მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ყველა პოლიტიკური ძალა მოქმედებდეს კოორდინირებულად. ჩვენ უნდა დავაყენოთ ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი და მივაღწიოთ დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებს, რათა კონსტიტუციური გზით შევცვალოთ ეს მთავრობა".

ერთერთი კაშკაშა ქართველი პოლიტიკოსის ენრგია და შემართბეა ადვილი ასახსნელია. მას შემდეგ რაც ნატო-ში გაწევრიანებისათვის საჭირო მაპ-ის მინიჭებაზე წარმოიშვა პრობლემები, გასაგები გახდა , რომ სააკაშვილის შიდა პოლიტიკურ კურსთან ერთად, ფიასკო განიცადა ქვეყნის ამბიციებმაც საერთაშორისო არენაზე.

"ხელისუფლების არა ადეკვატურობის და უპასუხისმგებლობის გამო ჩვენ დავკარგეთ პერსპექტივა, ახლო მომავალში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოვებისა- განაგრძო ბურჯანაძემ - ბოლო ხნის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვცდილობდით წევრობისათვის სავალდებულო სამოქმედო გეგმის მიღებას, ახლა კი საქართველოს ინტეგრაცია ნატო-სთან შეჩერდა და გადაიდო განუსაზღვრელი ვადით".

ქვეყნის არასაპარლამენტო ოპოზიცია, უმალ გამოეხმაურა ბურჯანაძის მოწოდებას, ძალთა კონსოლიდაციის შესახებ, ქვეყნის ხელისუფლების შესაცვლელად. ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა, "საქართველოს კონსერვატიული პარტიის" გენერალურმა მდივანმა, კახა კუკავამ "Novosti-Gruziya"-სთან ინტერვიუში აღნიშნა:

"ჩვენ მზად ვართ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებან ერთობლივი მოქმედებებისათვის და მათ შორის ნინო ბურჯანაძესთანაც. კერძოდ კი საერთო პოლიტიკურ საკითხებში, ისეთი რორიცაა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ვადების დანიშვნა, არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები და ა. შ".

საკუთარი თანხმობა "საქართველოს ლეიბორისტულმა პარტია"-მაც განაცხადა. მისმა გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა გვაუწყა:

"ჩვენ არ ვართ კონსოლიდირების წინააღმდეგნი მოცემულ საკითხთან დაკაბშირებით, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძე საკუთარ ბრალს აღიარებს და გამოტყდება ყველა იმ დანაშაულში, რომლებიც მან ჩაიდინა ხელისუფლებაში ყოფნისას". ე.ი. როცა ხელმძღვანელობდა პარლამენტს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100