RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჰელსინკი - დიპლომატიური ბრძოლა გრძელდება

09.12.2008  |  11:02

4 დეკემბერს ფინეთის დედაქალაქში ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიხსნა. წელს შეხვედრის მთავარი თემა კავკასიაში აგვისტოს თვეში მომხდარი ომი იყო. რუსი დიპლომატები, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მეთაურობით წინასწარ ემზადებოდნენ სერიოზული თავდასხმისათვის, რომელიც შეხვედრის დაწყებისთანავე გაჩაღდა.

9/5/1/951.jpegსხვადასხვა ქვეყნის მინისტრები ერთმანეთის მიყოლებით აღნიშნავდნენ,რომ ეუთო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. ამასთან რუსეთის ქმედების მხარდასაჭერად არცერთი სიტყვა არ თქმულა. მოსკოვის ტრადიციული გამკრიტიკებლებს, ჩვევისთვის არ უღალატიათ. დეტალურად აღნიშნავდნენ ეუთო-ს პოზიციას და საქართველოში შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლის კონკრეტულ ნაბიჯებს. თვით საქართველოს საგარეო საქმეთა მისნიტრი ეკა ტყეშელაშვილი ამ ერთსულოვნებით გაოცებული დარჩა და უდიდესი კმაყოფილება გამოხატა. მოსმენილი სავსებით დაემთხვა, მის მიერ ჩამოტანილ მოთხოვნებს: ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გაყვანის აუცილებლობას და კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო დამკვივებლების დაშვებას.

„ჩვენთან მეზობელი ქვეყნის ჯარები შემოიჭრნენ. ქვეყანა ოკუპირებული იყო. საომარი მოქმედებების წინა თვეში რუსეთმა განახორციელა კარგად დაგეგმილი პროგრამა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე მიღწეული საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევისაკენ იყო მიმართული" - განაცხადა „რადიო თავისუფლება"-ის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ტყეშელაშვილმა.

ჰელსინკში ქლბატონი ტყეშელაშვილის მოთხოვნებმა მეტი გაგება ჰპოვა დასავლეთის დიპლომატებს შორის, ვიდრე ამას წინათ ბრიუსელში გამართულ ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე. შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს მათი უმეტესობა საქართველოსა და უკრაინისათვის, ალიანსის წევრობისათვის აუცილებელი სამოქმედო გეგმის მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მეორე დღეს „ვაშინგტონ პოსტმა" აშშ-ს რეაქცია გამოხატა სტატიით „რუსეთი ბოროტად ზეიმობს". როგორც ჩანს, ჰელსინკში ევროპამ და აშშ-მ გადაწყვიტეს კვირის დასაწყისში გაკეთებულ დათმობებზე ეთამაშათ.

საიდუმლო არ არის, რომ რუსეთის საგარეო უწყების მეთაურმა სერგეი ლავროვმა (მისი გამოსვლა 5 დეკემბერს შედგა) არგუმენტები მოამზადა, რომელიც პრეზიდენტ მედვედევის ინიციატივაზეა დაფუძნებული და ევროპული უსაფრთხოების თაობაზე, ახალი შეთანხმების დადებას გულისხმობს. ძველი შეთანხმება ფინეთის დედაქალაში 32 წლის წინ იქნა დადებული. კავკასიის მოვლენებმა თვალნათვლივ აჩვენა, რომ იგი მოძველდა. მოსკოვი, შეთანხმების რეფორმირებისათვის ეუთო-ს მორიგი სამიტის შექმნის ინიციატივით გამოდის.

„ჩვენ განზრახული გვაქვს ეუთო-ს მოედანი ჩვენი პრეზიდენტის ამ იდეის განვრცობისათვის გამოვიყენოთ. დოკუმენტის ჩონჩხი უკვე მზადაა, ასე რომ ჩვენ ვიომედოვნებთ, რომ შეხვედრა რუსეთის წინადადების განხილვას მიეძღვნება"- აცნობა შეხვედრამდე „კომერსანტს" საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა წყარომ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100