RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოში იარაღის მიწოდებაზე ისრაელმა უარი არ განაცხადა

09.12.2008  |  12:26

ამის შესახებ შეხსენება გააკეთა ოსური რადიოსა და ტელევიზიის საიტმა.

კერძოდ კი ნათქვამია, რომ ისრაელის კონცერნი «Rafael» აგრძელებს საქართველოში ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების «Spyder-SR» და მართული რაკეტების «air-to-air»-ის მიწოდებას.

ასევე იგზავნება კომპიუტერიზებული აკერფვის სისტემები, სამხედრო ინფორმაციის გამანაწილებელი და რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებები. კონცერნი «Israel Military Industries» გეგმავს ქართული არმია მოამარაგოს უახლესი საზალპო ცეცხლის სარაკეტო სისტემებით (MLRS) «Lynx». მათი წინამორბედები - MLRS Lar-160/Gradlar უკვე დგას ქართული არმიის შეიარაღებაში და აგვისტოს საომარო მოქმედებების დროს გამოყენებული იყო.

9/5/3/953.jpegსაქართველოში, ისრაელის მიერ იარაღის გაყიდვის პირველი მცდელობა, ჯერ კიდევ 1991 წელს იყო დაფიქსირებული. მაგარამ მაშინ ეს მცდელობა მარცხით დასრულდა, მხარეებმა ფასზე ვერ მოილაპარაკეს. რეალური მიწოდება შვიდი წლის წინ დაიწყო. ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, ისრაელი იარაღით ინტენსიურად ამარაგებს საქართველოს.

მიწოდების სქემა საკმაოდ მარტივია. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოში ამერიკული გრანტები წამოვიდა "დემოკრატიის განსავითარებლად". შეერთებული შტატებიდან შემოსული თანხების ნაწილი პირდაპირ სამხედრო ბიუჯეტში ხვდებოდა და ა.შ.შ.-ს სამხედრო-საწარმოო კომპლექსს ან მათ უახლოეს მოკავშირეებს, შეკვეთის სახით უბრუნდებოდა. მაგალითად, ჩეხეთში შესყიდული იქნა ექვსი 122-მილიმეტრიანი სარაკეტო სისტემა RM-70, 24 თვითმოარული ჰაუბიცა Dana და 70 ტანკი Т-72. ბოსნიასა და გერცოგოვინაში საქართველომ ხუთი 262-მილიმეტრიანი შორსმსროლელი MLRS М-87 Orkan შეიძინა. მომწოდებლების სიაში ასევე ბულგარეთი და საბერძნეთი აღმოჩნდენ.

თავშემონახულმა ისრაელმა, მართალია შეზღუდა საკუთარი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საქართველოსთან, მხოლოდ თავდაცვისათვის საჭირო იარაღის მიწოდებით. თელავივში უცებ მიხვდნენ, რომ საქართველოსთვის ტანკებისა და თვითმფრინავების მიწოდებას შეიძლება არასასურველი შედეგები მოჰყვეს. მაგალითად, სირიაში ან ირანში, თუ კი უეცრად გაჩნდება შეიარაღებაში, რუსული MLRS «Shkval» «Uragan». როცა თბილისმა 300 ტანკის "Merkava" მიყიდვა ითხოვა, ისრაელმა გადაჭრით თქვა უარი. თუმცა ამან სულაც არ შეუშალა ხელი სამხედრო მომმარაგებელთა სიაში მეორე ადგილზე გასულიყვნენ. ლიდერობა უკრაინას ერგო. იუშენკომ, სააკაშვილისთვის არაფერი დაიშურა. სადემპინგო ფასებით კიევმა თბილისს 90 ტანკი Т-72, შვიდი ვერტმფრენი Mi-24, თვითმოარული საარტილერიო დანადგარები და საჰაერო თავდაცვის სისტემის ელემენტები- რადარები, ასევე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გაუგზავნა. სწორედ ამის გამო, შემოდგომაზე უკრაინაში არასახუმარო "შეიარაღებული" სკანდალი ატყდა.

თელავივთან კი მოსკოვს ამის გამო, ალბათ ოდნავ გაუცივდა ურთიერთობები.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100