RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოსადმი სიყვარულმა უმტყუნა

09.12.2008  |  16:56

9/6/0/960.jpegპოლონეთის მმართველმა პარტიამ "სამოქალაქო პლათფორმა", რომელიც ქვეყნის პრემიერ მინისტრს დონალდ ტუსკს ეკუთვნის, დაიწყო კანონპროექტის მომზადება, რომელიც სერიოზულად შეზღუდავს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, განსაკუთრებით შიდა პოლიტიკის სფეროში. ხოლო ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამატა, რომ პოლონეთი და საქართველო - სულაც არ არიან მოკავშირეები.

"ჩვენ არ გვინდა ისე მოვიქცეთ, როგორც საქართველო და არ გვინდა დავასრულოთ როგორც მან დაასრულა",-განმარტა საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.

პოლიტიკური დისკუსია პრემიერის და პრეზიდენტის უფლებამოსილების მოცულობის შესახებ პოლონეთში, პირველი თვე არ არის რაც გრძელდება. მაგრამ უკანასკენლი პერიოდი დაპირისპირებამ დონალდ ტუსკსა და ლეხ კაჩინსკის შორის დუღილის წერტილამდე მიაღწია, პირველ რიგში, საგარეო პოლიტიკის გამო. ამ ორი თანამდებობის პირიდან რომელი განსაზღვრავს მას - გაუგებარია. შესაბამისი კონსტიტუციური მდგომარეობა, შეიძლება ორნაირად განიმარტოს. შედეგად გარეპოლიტიკურ არენაზე კაჩინსკი გამუდმებით ცდილობს შეკრას პოლონეთის, ლიტვას და საქართველოს ანტირუსული კავშირი. ხოლო მთავრობა იძულებულია გაიმართლოს თავი "ჩვენი პრეზიდენტი მოლაყბეა"-ს სახით.

"კაჩინსკი - უბრალოდ ქვეყნის სასაცილოა, - ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა სახელმწიფოს ექს-მეთაურმა და პოლონეთის პოპულარულმა პოლიტიკოსმა ლეხ ვალენსამ. - მისი პრეზიდენტობა ვნებს პოლონეთს. უნდა გაკეთდეს ყველაფერი, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე შემცირდეს მისი უფლებამოსილების ვადა".

კაჩინსკის ვადა2010 წლის დეკემბერში იწურება, თუმცაღა ვალენსა ირწმუნება, რომ მისი პოსტზე კიდევ ორი წელი ყოლა სახიფათოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ საქმეებს ააგორებს, რომ მთელ ქვეყანას მომდევნო 20 წელი მოუწევს მისი გამოსწორება.

პოლონეთის პოლიტიკურმა ელიტამ უსმინა "სოლიდარობის" ყოფილ ლიდერს ნოემბრის ბოლოს. უკანასკნელი წვეთი, რომელმაც მთავრობის მოთმინება აავსო, გახდა პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი. შეგახსენებთ, 25 ნოემბერს ლეხ კაჩინსკი და მიხეილ სააკაშვილი ცდილობდნენ გაევლოთ სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებადი, ახალგორი და გაიგონეს სროლა. უკვე მაშინ პრეზიდენტი, დაადანაშაულეს უპასუხისმგებლობაში.

"კაჩინსკის მოგზაურობა შეიძლებოდა ტრაგედიით დასრულებულიყო - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა მარტინ ვოიცეხოვსკიმ. - წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა რუსებს პრეზიდენტის კოლონა რომ დაეცხრილა? ასეთ შემთხვევაში, რა უნდა გაეკეთებინა პოლონეთს? კალინინგრადის დაბომბვა დაეწყო?"

თუმცაღა, პოლონეთის სპეც-სამსახური მეორე დღესვე მივიდა დასკვნემდე, რომ ეს ინცინდენტი ქართული სპეც-სამსახურების პროვოკაცია იყო. და მთავრობამ მოკიდა საქმეს ხელი. თავდაპირველად, პრემიერმა დაითხოვა პრეზიდენტის დაცვა და კაჩინსკის პროტესტის მიუხედავად მიუჩინა მას სამთავრობო დაცვის ბიურო, პრეზიდენტის დაცვის ბრძანებით, თუკი საჭირო იქნება-მისი ნების საწინააღმდეგოდაც.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100