RSS
на русском en in english
11.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროკავშირის დამკვირვებლები ინარჩუნებენ თავიანთ სტატუს-ქვოს საქართველოში

10.12.2008  |  13:18

9/6/9/969.jpegსაქართველოში, ევროკავშირის მისიის მოღვაწეობაში არანაირი სიურპრიზები, არ არის მოსალოდნელი უახლოეს პერიოდში. "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ტრანსფორმაცია სრულმაშტაბიან საპოლიციო ანდა სამშიდობისმყოფლო მისიად არ იგეგმება", - განაცხადა დღეს საერთო პოლიტიკისა და უსაფრთხოების დარგში ევროკავშირის წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ.

საერთაშორისო მაკონტროლებლებს, რთული ამოცანა ხვდათ წილად - ადევნონ თვალყური მშვიდობას საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვარზე. აქ კი, როგორც ცნობილია, ყოველთვის მღელვარებაა. აგვისტოს მოვლენებამდეც და მას მერეც.

ართმევენ კი, თავიანთ მოვალეობებს თავს დამკვირვებლები? თითოეულ რესპუბლიკას ამ შეკითხვაზე საკუთარი პასუხი აქვს.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მათ დაუპატიჟებელ სტუმრებად თვლიან და თავიანთ ტერიტორიაზე არ უშვებენ. პრეზიდენტები, სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი არსებულ პოზიციას, ასე ხსნიან: ორივე არაერთგზის აღნიშნავდა, რომ ევროკავშირის დამკვირვებელთა მანდატი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს. არავითარ შემთხვევაში, ამ მისიის მოღვაწეობა არ ეხება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს. ამიტომაც ევროკავშირის დამკვირვებლებს ამ რესპუბლიკებში არ უშვებენ.

უფრო მეტიც. ერთი თვის წინ, სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წინადადებით გამოვიდა, გადაეხედათ საქართველოში ამ მისიის მანდატისათვის: "თბილისის მხრიდან ოსი მოქალაქეების მიმართ გახშირებული პროვოკაციების გამო".

პრეზიდენტმა კოკოითმა უმალვე გამოთქვა თავისი კრიტიკული შეფასება. "დამკვირვებლები არანაირად არ რეაგირებენ, მათ შორის ქართული ძალოვანი სტრუქტურების რიცხვობრიობის გაზრდაზე საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში. ამ რაიონებში ჩნდებიან არა მხოლოდ ქართული სპეც- სამსახურების წარმომადგენლები, არამედ სამხედრო ტექნიკაც კი", - ხაზგასმით აღნიშნა კოკოითმა.

თბილისი ჩუმად ბუზღუნებს. ცუდი არ იქნებოდა პრინციპულობის გამოვლენა, სოხუმის და ცხინვალის სურვილებზე არ ვიაროთ. "სეპარატისტულ რესპუბლიკებშიც " რომ განამწესონ დამკვირვებლები, თვლის თბილისი, ევროპული საზოგადოება დაადასტურებდა საქართველოს ტერიტორიული მთილანობის ერთგულებას. ამიტომაც სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირს, იზრუნონ ევროპული დამკვირვებლების სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განთავსებაზე.

თუმცაღა, ხავიერ სოლანამ საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა: ევროკავშირის ელჩები " საკმაოდ კარად მუშაობენ ადგილზე". ხოლო მსგავსი პრობლემები, თუკი მათ იჩინეს თავი,მოლაპარაკებების მაგიდასთან გვარდება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100