RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ესტონელ პოლიტიკოსებ რუსეთის მსოფლიოში გაბატონობის ეშინიათ

10.12.2008  |  16:13

9/7/3/973.jpegესტონეთის ტელევიზიის გადაცემაში " Välisilm", ესტონეთის თავდაცვის ძალების სარდალმა ანტსა ლაანეოტსმა განაცხადა, რომ მოსკოვს მისი აზრით ეშინია: ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალი აზერბაიჯანის და საქართველოს, რუსეთის ფედერაციის ზეგავლენის ზონიდან გასვლის. "რუსეთმა სპეციალურად დაიწყო ომი, რათა ამიერკავკასიის ხალხები დაეშინებინა. მოსკოვს სურვილი აქვს კონტროლის ქვეშ აიყვანოს დასავლეთ ევროპა და აქედან გმამოდინარე ნატო-ც, ამისათვის კი, ცდილობს ხელში ჩაიგდოს პოსტ-საბჭოთა სივრცეში განლაგებული ყველა ენერგომატარებელი თუ სატრანზიტო ზონა. რაც შემდგომში მას ჩინეთით მანიპულირებაში დაეხმარება. ასე, რომ ჯერ ეს ოპერაცია რუსეთისთვის დასრულებული არ არის".-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ესტონურმა პოლიტიკამ, ამ საკითხებში ქართულს გაასწრო. თუ კი, თბილისში ზოგიერთი "პოლიტოლოგები" აცხადებენ, რომ მოსკოვს უნდა დაიმორჩილოს მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცე, ამ დროს ტალინი დარწმუნებულია: რუსეთის საბოლოო მიზანი- მსოფლიო ბატონობაა. ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიების დამორჩილება კი, მხოლოდ პირველი ეტაპია, რეფორმირებული რუსული ბოლშევიზმის ტრიუმფალური სვლისა. "იმპერიის კუთვნილი მიწების შეგროვება საკამოდ წარმატებით დაიწყეს. დამოუკიდებელი საქართველოს ნაწილი უკვე დე ფაქტოდ შევიდა ახალი პუტინური იმპერიის შემადგენლობაში. ყოფილი სსრკ-ს საზღვრებამდე, რათქმაუნდა ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი, მაგრამ სანამ ევროკავშირი და ნატო ყვავებს ითვლიან, რუსულ პასპორტებს მეზობელ სახელმწიფოებში საკმაოდ აქტიურად არიგებენ. ასე, რომ სულ მალე გამოჩნდება, ვინ და სად უნდა დაიცვას რუსეთმა. საკმარისია მასთან დიპლომატიურ თამაშებშის თამაში... მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას და უმკაცრეს საერთაშორისო- საკანონმდებლო სანქციებს შეუძლიათ აგვაცილონ, რუსეთის საბოლოო გარდაქმნა, ნაცისტურ გერმანიად".- ესტონელი სართაშორისო სამართლის პროფესორის ევგენი ციბულენკოს ციტირებას ახდენს გამოცემა " Kalev.ee".

პროფესორის მხრიდან გადმოფრქვეულმა, მოულოდნელმა სიძულვილმა ნაცისტური გერმანიის მიმართ, ცოტა არ იყოს გაგვაოცა. ყოველ შემთხვევაში, ჯერ კიდევ მარტში ის ხოტბას ასხამდა, როგორც მშვიდობისმყოფელ გმირებს- ესტონურ ლეგიონს vaffen-SS და მსგავსად მრავალი თავისი კოლეგისა თითს იშვერს ესტონეთის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც ძირითადად რუსები ცხოვრობენ. ვითომც და იქ ადგილობრივი სამხრეთ ოსეთი მწიფდება.

ესტონეთის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მარტ ხელმემ სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სწორედ აქ ელოდება თავის დროს "გაყინული და მშიერი მოსკოვის მეხუთე კოლონა". კრემლის აგენტები მზად არიან "როგორც თხუნელები ისე ამოძვრნენ ზედაპირზე და შეტაკების პროვოცირება მოახდინონ". " თუ კი რუსული არმია ნარვაში შევა, ესტონეთის ჯარები ვეღარ შეძლებენ მის გაძევევბას".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100