RSS
на русском en in english
04.12.2016
არხივი სტატიები
სტატიები

განთავისუფლება... ახალი წლისთვის

10.12.2008  |  17:20

9/7/5/975.jpegსაქართველოს ხელისუფლება მორიგ ამინისტიას გეგმავს. წინა ამგვარი ღონისძიება სახელდახელოდ დაამთხვიეს 23 ნოემბერს, "ვარდების რევოლუციის" მე-5 წლისთავს. როგორც შეწყალების კომისიის წევრები ვარაუდობენ, შემდეგი განთავისუფლება ახალ წელის ან შობის დღესასწაულზე მოხდება.

აქციის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. თბილისური გაზეთი "რეზონანსი" ვარაუდობს, რომ 150 ადამიანი იქნება განთავისუფლებული.

"ჩემთვის ჯერ არ გადმოუციათ სია, მაგრამ ამინისტია ნამდვილად იგეგმება - განაცხდა შემწყალებელი კომისიის წევრმა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ცაგარეიშვილმა, -ძალიან კარგია, რომ ამ ინსტიტუტმა რეალურად დაიწყო მოქმედება. ეს უკვე მესამე ამინისტიაა, ბოლო სამი თვის მანძილზე. არასაპარლამენტო ოპოზიციას შეუძლია ისაუბროს დაცინვით, ჩვენი მისამართით, მაგრამ ამ ფაქტს ვერსად გაექცევი. ამას გარდა, მაქვს ინფორმაცია, რომ იუსტიციის სამინისტრო მუშაობს პირობითი და ვადამდელი განთავისუფლების პრაქტიკის მოქმედებაში მოყვანაზე. საქმე იმაშია, რომ ამგვარი წესი ქვეყანაში კანონით არის განსაზღვრული, მაგრამ ფაქტიურად ის რამოდენიმე წელია არ მოქმედებს. თუ კი ხელისუფლებას ეს გამორჩება თვალთახედვიდან , ჩვენ აუცილებლად შევახსენებთ და დავაყენებთ ამ საკითხს დღის წესრიგში".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების შეტყობინებით, ვარდების რევოლუციის 5-წლისთავის პატივსაცემად, გამოცემული ამინისტია 12 ათას ადამიას შეეხო. 7 ათასი აქედან, იმ პირთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან ან უკვე გასამართლებულები არიან და კიდევ 5 ათასი ვინც უკვე იხდის სასჯელს.

მათი საქმეები სასჯელაღსრულების დეპარტამენტს უნდა გადასცეს სასამართლოს, რომელმაც თავის მხრივ, ორი თვის განმავლობაში უნდა გადახედოს მათ და მოიყვანოს შესრულებაში, ამინისტიასთან დაკავშირებული კანონის შესაბამისად.

"ჩვენ ხელისუფლებას პირობა ჩამოვართვით, რომ შემდეგი ამინისტია თანამდებობრივი დანაშაულისათვის გასამართლებულ პირებს უნდა შეეხოთ.- შეგვატყობინა გიორგი ცაგარეიშვილმა.- ამინისტია ექვს კონკრეტულ მუხლს შეეხება: მექრთამეობა, სამსახურეობრივი მოვალეობების ბოროტად გამოყენება, გულგრილობა და სხვა ამის მაგვარი".

შეეხება თუ არა მოსალოდნელი ამინისტია პოლიტ-პატიმრებს, ჯერჯერობი არ რის ცნობილი...

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100