RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პრეზიდენტის ყოფილი თანამოაზრეები მის საკადრო პოლიტიკას აკრიტიკებენ

11.12.2008  |  14:03

საქართველოს მთავრობაში მინისტრების მორიგ შეცვლას მოძრაობის "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, ექს-პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა უწოდა არაადეკვატური და ისტერიული ქმედება.

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია მხოლოდ იმ მთავრობას, რომელიც აგონიაშია.

როგორც განაცხადა ნოღაიდელმა ოთხშაბათის პრეს კონფერენციაზე, საქართველოში საკადრო პოლიტიკა დაუფიქრებლად ტარდება და საჭიროებს სერიოზულ რეფორმას.

9/8/4/984.jpegმინისტრების ცვლას თავისივე პრეს კონფერენციაზე, კომენტარი გაუკეთა ახლახან საზღვარგარეთული ვიზიტიდან დაბრუნებულმა, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემაც, რომელიც ახლა ხელმძღვანელობს პარტიას "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო".

ისიც თვლის, რომ საკადრო გარდაქმნები ხელისუფლებაში სპონტანური და გაუაზრებელია, მთავრობის ქმედებები კი არ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ სიტუაციას.

ბურჯანაძის თქმით, მსგავსი საკადრო ცვლილებები მხოლოდ ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს.

"საგარეო საქმეთა მინისტრი მოხსნეს მაშინ, როდესაც ის იმყოფებოდა საზღვარგარეთ მივლინებაში და მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრაზე აპირებდა წასვლას. ამან აღშფოთება და გაუგებრობა გამოიწვია საზღვარგარეთ",- აღნიშნა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობაში 5 მინისტრი შეიცვალა. წინა პარასკევს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინე ტყეშელაშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი და განათლების მინისტრი გია ნოდია. მალევე ვაკანტური გახდა კულტურის მინისტრის ადგილიც, რადგან გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ამ პოსტზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, დააბრუნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის თანამდებობაზე. განათლების მინისტრის პოსტი დაიკავა ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ, ხოლო თავდაცვისა და კულტურის მინისტრების პოსტები კიდევ 3 დღე ვაკანტური იყო.

სამი დღის შემდეგ პრემიერმა ახალი საკადრო ცვლილებები შესახებ განაცხადა - მოხსნა ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე. მინისტრის სავარძელი გადაეცა საგარეო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ლაშა ჟვანიას. კულტურის მინისტრად მისი კოლეგა დაინიშნა, თავდაცვისა და უსაფრთხოების მინისტრის შემცვლელი ნიკოლოზ რურუა, ხოლო თავდაცვის მინისტრად კი აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით სიხარულიძე დასახელდა. ოთხშაბათს სიხარულიძე სასწრაფოდ ჩამოვიდა თბილისში ამერიკიდან და იმ დღიდანვე ყველა მინისტრი შეუდგა მოვალეობის შესრულებას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100