RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამხრეთ ოსეთისათვის გაზი - საქართველოს გვერდის ავლით

11.12.2008  |  16:12

9 დეკემბერს ცხინვალში, ჯავაში და ზნაურში გაზის ოთხი სადგური ამუშავდა.

9/8/7/987.jpeg"თითოეული მათგანი გათვლილია 25 კუბომეტრ გაზზე,- განაცხადა რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ხასან პლიევმა. - სამხრეთ ოსეთს ასეთი პუნქტები სჭირდება, რადგანაც უკანასკნელ დრომდე, თხევადი საწვავით სავსე ბალონებით მართავდნენ მხოლოდ რამდენიმე ძველ მანქანას. რესპუბლიკის მცხოვრებლები, სოციალური ობიექტები იძულებულნი არიან გამოიყენონ თხევადი გაზი, რადგანაც 2008 წლის აგვისტოში ქართული აგრესიის შემდეგ საქართველომ შეწყვიტა გაზის მიწოდება რესპუბლიკაში. "გაზენერგოქსელმა" (გაზპრომის შვილობილი კომპანია) უკვე დააყენა ახალი სადგურები 200 ტონა საწვავისთვის, 1000 ბალონი და ახალი ავტოგასამართი ავტომანქანა "მაზ-ი".

ამას გარდა, უახლოეს პერიოდში იტრაპისის დასახლებაში მზად იქნება ტერმინალი 150 კუბური მეტრი რუსული გაზის შესანახად. გათბობის პრობლემა სამხრეთ ოსეთში გადაჭრეს. თუგინდ ტრანსკამი - მთავარი ავტომაგისტრალი, რომელიც რესპუბლიკას რუსეთთან აკავშირებს, ზვავმა გადაკეტოს, საწვავი უნდა მთელს ზამთარზე ეყოს.

საკითხის ისტორია ასეთია.

აგვისტოში, ელქტროენერგიასთან და წყალმომარაგებასთან ერთად, საქართველოდან ცხინვალში ბუნებრივი აირის მიწოდებაც შეწყდა და არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რესპუბლიკის სხვა რაიონებშიც. მოგვიანებით თბილისში განაცხადეს, რომ ომის შედეგად, გაზსადენი ბევრ ადგილას იყო დაზიანებული.

არც ნოემბერში, დეკემბრისთვის საწვავი რესპუბლიკაში, ჯერ კიდევ არ იყო. ამან, გააჩინა "შეშის რესურსების" ზრდა. "ბურჟუიკებ"-ს აყენებდნენ ყველგან. სატყეო მეურნეობის დარგმა თავის თავზე აიღო სკოლების, საბავშვო ბაღების და რამდენიმე სხვა დაწესებულების მომარაგება. როგორც, სულ ახლახანს, ერთ-ერთ ინტერვიუში , რესპუბლიკის მთავარმა მეტყევემ ვალერი ჯაბიევმა განაცხადა, "სკოლების და საბავშვო ბაღების შეშით მომარაგებაზე ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ. მოსახლეობა კი, თავისი ძალებით მარაგდება შეშით, რისთვისაც ჩვენ ვყოფთ ტყესაფარს. რათქმაუნდა არის თვითნებური გაკაფვის ფაქტებიც, მაგრამ ჩვენ ამ დარღვევებს ძალიან მკაცრად არ ვექცევით - რადგანაც ხალხი უნდა გადარჩეს".

გათბობის სხვა საშუალება - ელექტროგამათბობლები - არც ისე სანდოა. უკანასკნელ დღეებში, დიდი დატვირთვის გამო, ქსელში ძაბვა 160 ვოლტამდე დაეცა. ცხინვალის მრავალმა მაცხოვრებელმა გადაწყვიტა ზამთრის პერიოდში, ჩრდილო ოსეთში ნათესავებთან გადაბარგება.

20 ნოემბერს, ეუთოში რუსეთის წარმომადგენელმა ანვარ აზიმოვმა მოუწოდა ორგანიზაციაში შესულ სახელმწიფოებს, მოთხოვონ საქართველოს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთში გაზის ბლოკადა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100