RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საზღვრებს აძლიერებს

11.12.2008  |  17:08

9/8/9/989.jpeg"სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე მესაზღვრეთა რაოდენობა 890-მდე გაიზრდება, - განაცხადა 10 დეკემბერს რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ედუარდ კოკოითმა. - ძირითადად ისინი სამხრეთ ოსი სამხედროები იქნებიან, ნაწილი კი რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც ჩვენს სამსახურში კონტრაქტით მოვიწვევთ."

ინტერფაქსთან საუბრისას კოკოითმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკა პირველად ქმნის საკუთარ სასაზღვრო სამსახურს, უახლოეს მომავალში ის აგრეთვე ხელს მოაწერს შეთანხმებას რუსეთთან, საზღვრების მოწესრიგებისთვის დახმარებაზე. რაც შეეხება საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს, მისი თქმით, დარჩება მხოლოდ ორი.

"საქართველოსთან საზღვრების სრულად მოწესრიგების შემდეგ მე ვიმედოვნებ, რომ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საზღვარი გამჭვირვალე გახდება",- დაამატა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა. იმავე დღეს აფხაზეთის ხელმძღვანელის სერგეი ბაღაფშის მითითებით, საქართველოს მოსაზღვრე გალის რაიონში გადაყვანილ იქნა სატანკო და საარტილერიო ქვედანაყოფები. ამას პრეზიდენტის პრესსამსახური, რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის უფროსის, ანატოლი ზაიცევის ინფორმაციაზე დაყრდნობით გვატყობინებს.

როგორც აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ პავლუშენკომ აღნიშნა, ამ რაიონში დისლოკაციის ადგილს იცვლის მოტომანევრირების ჯგუფი, დაზვერვის ქვედანაყოფი და სპეცდანიშნულების არმია, ანუ საზღვრების დაცვის გაძლიერებაზე სოხუმმა ფიქრი ცხინვალზე ადრე დაიწყო.

ჯერ კიდევ 3 დეკემბერს გალში ბრიფინგზე სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები საქართველო-აფხაზეთის გამყოფი სასაზღვრო მონაკვეთებიდან გადიან. მათ ადგილს გალის რაიონში აფხაზეთის მესაზღვრეები დაიკავებენ. მათთან ერთად, თავისთავად, საზღვარს გააკონტროლებენ რუსი სამხედროები, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე ითანამშრომლებენ.

"ჩვენ გავზრდით თანამშრომელთა რაოდენობას და გავაძლიერებთ საზღვარს. ამის საჭიროება ნათლად ჩანს, - განაცხადა მაშინ ბაღაფშმა. - რადგან ვითვალისწინებთ, თუ ვისთან გვაქვს საქმე და ვინაა ჩვენი მეზობელი, საზღვრების გაძლიერება მთავარი ამოცანაა".

მისი სიტყვებით, საქართველოს საზღვარი დარჩება ჩაკეტილი. შემოღებული იქნება სასაშვო რეჟიმი, რომელსაც უზრუნველყოფს 12 პროექტების მომზადების კომიტეტი. სასაზღვრო მდინარე ენგურის დაუბრკოლებლად გადმოკვეთის საშუალება მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ენგურჰესის თანამშრომლებს ექნებათ. მისი კაშხალი საქართველოს ტერიტორიაზეა, მაგრამ წყალსაცავი და ელექტროსადგური - აფხაზეთში. რაც შეეხება ჩვეულებრივ მოსახლეობას, ექსტრემალურ სიტუაციაში, გალის რაიონის ხელმძღვანელობა მისცემს მათ საშვს.

ბრიფინგის მეორე დღეს რუსმა სამხედროებმა დატოვეს სასაზღვრო ზოლი და გადაინაცვლეს ზღვისპირას - გუდავაში. იქ, არსებული მონაცემებით, იქნება რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ობიექტი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100