RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საპარლამენტო კომისიას საგამომძიებლო შეცვლის?

12.12.2008  |  10:28

აგვისტოს საკითხების გამოსაკვლევად შექმნილი, დროებოთი საპარლამენტო კომისია მუშაობის შედეგებს აჯამებს და საბოლოო დასკვნას, უახლოეს ათ დღეში გამოაქვეყნებს.

როგორც საპარლამენტო კომისიის წევრმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, დასკვნა საკმაოდ ვრცელი იქნება და მასში არა მარტო აგვისტოს მოვლენები იქნება განხილული, არამედ ამ ფაქტის წინა პერიოდიც, მოყოლებული ამა წლის მარტიდან.

9/9/5/995.jpegკომისიამ საკუთარი მუშაობის პერიოდში 22 თანამდებობის პირს მოუსმინა, ამთგან კომისიის სხდომაზე უკანასკნელი მომხსენებელი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ. მან უმრავლესობისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა, კერძოდ კი, რომ პირადად გასცა ცხინვალის მიმართულებით საომარი მოქმედებების დაწყების ბრძანება. სააკაშვილმა საკუთარი მოქმედება, აუცილებლობით ახსნა. ვინაიდან ოსური და ქართული სოფლების მშვიდიბიანი მოსახლეობა, მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა და სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო.

ხსენებული კომისიის სხდომა, ყველაზე სკანდალური საქართველოს ყოფილი ელჩის რუსეთში ეროსი კიწმარიშვილი მოხსენების დროს გახლდათ. კიწმარიშვილის მოსმენა დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა და ბოლოს კინაღამ ხელჩართულ კონფლიქტში გადაიზარდა. მან პირდაპირ დაადანაშაულა სააკაშვილის მთავრობა, ომისათვის განზრახ მზადებაში და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებაში.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან, რომ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით დასკვნის გამოტანის შემდეგ, პარლამენტი ამაზე არ უნდა გაჩერდეს. როგორც "ქრისტიან-დემოკრატიული" ფრაქციის წევრი ლევან ვეფხვაძე აცხადებს: მართებული იქნება პარლამენტში საგამომძიებლო კომისიის შექმნა, რომელიც უფრო დეტალურად შეისწავლის აგვისტოს მოვლენებსა და ომის წინა პერიოდს.

 

" ჩვენ დაველოდებით სპეციალური საერთაშორისო კომისის დასკვნას, რომელიც ევროკავშირის ინიციატივით შეიქმნა და მას ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს. ამას შემდეგ გამოვალთ წინადადებით, შეიქმნას დროებითი საპარლამენტო საგამომძიებლო კომისია".-აღნიშნა ვეფხვაძემ.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100