RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტმა საქართველოში დაამძიმა ინციდენტი

12.12.2008  |  14:32

9/9/9/999.jpegმარკ პერინ დე ბრიშამბოს ვიზიტი დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა.ის უნდა შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილს, რამოდენიმე მინისტრს და სახალხო დამცველს სოზარ სუბარს. ამასთან ერთად უნდა წასულიყო და მოენახულებინა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული გორის რაიონი.

ეუთოს თავმჯდომარეს ახლა უკვე მოუწევს ხვითის ინციდენტითაც დაკავდეს, რომელიც უკვე ძალადობის აქტად გამოაცხადა.

პირველმა, მომხდარის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. მათი მონაცემებით "10 დეკემბერს, 17:00 ადგილობრივი დროით, ცხინვალის რაიონის ტერიტორიიდან, რომელსაც სამხრეთ ოსეთი აკონტროლებს, სოფელ ხვითთან პატრულირებად ეუთოს დამკვირვებლების დაჯავშნულ მანქანას, ცეცხლი გაუხსნეს".

გორის რაიონის პოლიციის ხელმძღვანელმა, რომელიც სოფელში იმყოფებოდა, ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ მანქანას მოხვდა დაახლოებით 10 ტყვია. მათგან ხუთი - პირდაპირ საქარე მინას, რომელიც, მართალია არ გატყდა, მაგრამ შესაცვლელია. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

საღამოს ქართულმა ტელეარხებმა აჩვენეს სიუჟეტი, ამ ინციდენტთან დაკავშირებით. ცოტა მოგვიანებით ევროპის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა დაადასტურა მომხდარი. მისიის ხელმძღვანელმა, ფინელმა დიპლომატმა ტერრი ხაკალამ, რომელიც მანქანაში არ იმყოფეობოდა, უიარაღო დამკვირვებლების დაცხრილვა "სამწუხარო და ცუდ ფაქტად" შეაფასა.

"ეს ძალინ ცუდი ნიშანია იმისა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში არასასურველი სიტუაციაა, - განუცხადა მან ჟურნალისტებს. - ვინც არ უნდა ყოფილიყო ამ თავდასხმის ინიციატორი, სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტები ადმინისტრაციულ საზღვართან ხდება. მითუმეტეს, რომ ცეცხლს უხსნიან შეუიარაღებელ დამკვირვებლებს. ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ის მოხდა დღისით და თავდამსხმელებმაც კარგად იცოდნენ ვის ესროდნენ".

ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეა მზადაა საფუძვლიანად გამოიძიოს ეს ინციდენტი. იგივე გაიმეორა საქართველოში დაბრუნებულმა გენერალურმა მდივანმაც.

"ეუთოს მისიის წარმომადგენლებმა უკვე გამოხატეს თავისი აზრი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ, რომ გამოვიკვლიოთ ინციდენტის მიზეზი" - განაცხადა ბრიშამბომ.

სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის მოდგილემ, იბრაგიმ გასეევმა განაცხადა, რომ მის რესპუბლიკას მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს.

"ქართული სოფელი ხვითი, რომელთანაც ქართული მხარის ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა, სამხრეთ ოსეთის საზღვრისგან კილომეტრნახევრის დაშორებითაა, - განაცხადა მან. - აუცილებელი მანძილი, ყველაზე საუკეთესო სამიზნე იარაღიდან სროლითვისაც კი, 800 მეტრს არ აჭარბებს."

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100