RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

იარაღის მოწოდებისთვის ჯერჯერობით მხოლოდ კონოვალიუკი ”ისჯება”

15.12.2008  |  09:41

გუშინ გამოქვეყნდა საგამომძიებლო კომისიის ანგარიშის ტექსი, საქართველოსთვის, უკრაინის მიერ საომარი ტექნიკის მიყიდვის გარემოებების შესაეხებ.

"კონფლიქტის წინა პერიოდში, განსაკუთრებით ინტენსიურად ხორციელდებოდა უკრაინული იარაღის მასშტაბური მიწოდება საქართველოსთვის, რომელიც ცხინვალზე თავდასხმის დროს იქნა გამოყენებული, - ნათქვამია მოხსენებაში.- კომისიის ინფორმაციით, 27 მაისიდან 8 აგვისტომდე საქართველოში გამოგზავნილი იყო საქვემეხო დანადგარი "გრად ემ"-ის 25 სისტემა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "Бук-М1" , რადიოტექენიკური დაზვერვისთვის 4 სადგური "კოლჩუგა", 15 საბრძოლო მოდული "შკვალი", 16 ჯავშანტრანსპორტიორი, რადიოჩამხშობების კომპლექსი "მანდატი", 1,8 მილიონი მსხვილი კალიბრის ტყვია-წამალი და სხვა შეიარაღება".

0/1/0/1010.jpegუკრაინის ინტერფაქსის განყოფილებაში, კომისიის ხელმძღვანელმა ვალერი კონოვალიუკმა ორი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოსთან იარაღით ვაჭრობა უკრაინისთვის წამგებიანი აღმოჩნდა და ქვეყნის თავდაცვის უნარიანობისათვის ზარალის მომტანი იყო. ახლა მან ეს კონკრეტული ციფრებით დაადასტურა.

მისი თქმით, ჯერ მარტო ხუთ პოზიციაზე, რომელიც ეხებოდათ ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებს და სასროლო შეიარაღებას, თავდაცვის სამინისტრომ დაკარგა არც მეტი, არც ნაკლები ნახევარ მილიარდამდე გრივნა.მაგალითად, საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "Бук-М1"-ი საქართველოს მიჰყიდეს 20 მილიონ დოლარად (პაკისტანი კი მასში 100 მილიონს გვთავაზობდა).

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიარაღება მიეწოდებოდა დაბალ ფასებში,აქედან ამოღებული თანხებიც კი, ბიუჯეტამდე მთლიანად არ მისულა.

"იარაღის გაყიდვიდან მიღებული თანხები პრაქტიკულად არ ხვდებოდა სახელმწიფოს ბიუჯეტში, - განაცხადა კონოვლიუკმა, - ის ფაქტიურად იფანტებოდა სახელმწიფო კომპანია "უკრსპეცექსპორტის" მრავალრიცხოვან სტრუქტურებსა და ერთ დღიან ფირმებს შორის. 4 წლის განმავლობაში უკრაინამ იარაღი 2,5 მილიარდ დოლარად გაყიდა. მათგან ბიჯეტში მხოლოდ 200 მილიონი შევიდა. დანარჩენი თანხის ბედი გაურკვეველია."

საქართველოს მიერ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "Бук 1М"-სთვის გადახდილი 20 მილიონიდან, კიევამდე მხოლოდ 5 მილიონი ჩამოვიდა. ასეთივე წარმატებით სარაკეტო კომპლექსი კიევში შეიძლება ჯართში ჩაებარებინათ.

პრესკონფერენციამდე ოთხი დღით ადრე, უკრაინის უშიშროების სამსახურმა სთხოვა რეგიონული პარტიის ლიდერს ვიქტორ იანუკოვიჩს გავლენა მოეხდინა თავისი ფრაქციის დეპუტატ კონოვალიუკზე. უშიშროების სამსახურის შეფმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ ექს-პრემიერს ღია წერილი მისწერა, რომელშიც კვლავ გაიმეორა, რომ "ყველა მიწოდება იყო კანონიერი და შეესაბამებოდა საერთაშორისო ნორმებს. საპირისპირო განცხადებები კი, უკრაინის ნაციონალურ ინტერესებს ვნებს და ეკონომიკურ ზარალს აყენებენ წარმოებებს". თუმცა კონოვალიუკის მთავარ კითხვაზე:"სად არის გაყიდვებიდან მიღებული ფული?" უკრაინის უშიშროების სამსახურმა პასუხის გაცემა, არ ჩათვალა საჭიროდ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100