RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რა ხდება პერევში? ვერსიები და შეფასებები

15.12.2008  |  13:22

0/1/3/1013.jpegსოფელი პერევი, რომელიც საჩხერის რაიონში მდებარეობს და ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება, კვლავ რჩება რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შაბათს დილით პერევში მათ ადრინდელი პოზიციები დაიკავეს.

რუსი სამხედროები განაგრძობენ პოზიციების გამყარებას და თავის მოქმედებებს, არნაირად არ ხსნიან. საქართველოს მასმედიის ინფორმაციით, ევროკავშირის მისიის დამკვირვებლები, რომლებსაც შექმნილი მდგომარეობის შესწავლა სურდათ, არ შეუშვეს პერევში.

12 დეკემბერს რუსმა სამხედროებმა მოულოდნელად დატოვეს პერევი და მეზობელ ჯავის რაიონში განლაგდნენ. მათი გასვლის შემდეგ სოფელში ქართული მილიციის ქვედანაყოფები შევიდნენ, მაგრამ იმავე დღეს, საღამოს, ასევე მოულოდნელად რუსი სამხედროები კვლავ დაბრუნდნენ სოფელში. მათი მოთხოვნით, ქართულმა პოლიციამ მაშინათვე დატოვა პერევის ტეროტორია.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც განიხილა ეს მოვლენები და ის 17-18 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობად შეაფასა.

ამასთანავე, ქართულმა ოპოზიციამ უკვე მისცა შეფასება მომხდარს. პერევში რუსული არმიის დაბრუნებაში, მან მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.

"კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, რომელზეც გარკვეულ შეთანხმებასაც მიაღწია და რუსეთის არმიამ ამ შეხვედრის შემდეგ, დაუყოვნებლივ დატოვა პერევი. მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა თავისი გაუაზრებელი განცხადებით ყველაფერი გააფუჭა "-თვლის "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი დავით საგანელიძე.

მისი თქმით, სააკაშვილმა უცებ გადაწყვიტა იმის დემონსტრირება მოეხდინა, რომ პატრიარქი მისი მითითებით მოქმედებდა, რითიც პატრიარქის როლის დაკნინებას შეეცადა, ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს მას ასევე ახალი განცხადებების მთელი სერია ჰქონდა იმის შესახებ, რომ თურმე ომი წააგო არა საქართველომ, არამედ რუსეთმა. ოპოზიციონერის აზრით, ამან გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება, რომელმაც ისევ დააბრუნა არმია პერევში.

ანალოგიური განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, პარტია "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. რუსეთის ჯარის დაბრუნებაში მანაც მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა, რომელიც ისევ აგრძელებს არაადეკვატური განცხადებების კეთებას . ამაშივეა დარწმუნებული საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი და არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პატრიარქს კიდევ მოუწევს მოსკოვში ჩასვლა, რათა სააკაშვილის დაუფიქრებელი გამოთქმებისა და წამოსროლილი ფრაზების გამო, კიდევ ერთხელ მოაგვაროს ურთიერთობები.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100