RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჟენევა- მესამე რაუნდი: იმედისმომცემი პერსპექტივები

15.12.2008  |  13:23

0/1/4/1014.jpegსულ უფრო ცოტა დრო რჩება კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ, 17-18 დეკემბრის ჟენევის მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე, რომელშიც საქართველო, რუსეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მიიღებენ მონაწილეობას. აქტიურად მიმდინარეობს მზადება. სწორედ ამისთვის სოხუმში 10 დეკემბერს გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენელთა დელეგაციები ჩავიდა.

შეგახსენებთ, პირველი მოლაპარაკების გამართვას მხარეები 15 ოქტომბერს შეეცადნენ. მაგრამ პირველივე სხდომაზე საქართველომ მოითხოვა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ ექსპერტების რანგში ყოფილიყვნენ წარმოდგენილები. ეს სტატუსი კატეგორიულად არ აწყობდათ ორივე რესპუბლიკის წარმომადგენლებს და დელეგაციებმა დემონსტრატიულად დატოვეს დარბაზი. რუსუთის დელეგაციამაც უარი თქვა, მათ გარეშე ეწარმოებინა მოლაპარაკებები. ამის გამო საერთო სხდომა არ შედგა. მოხერხდა მხოლოდ ცალკეული კონსულტაციების გამართვა გაეროს, ევროკავშირის, ეუთოსა და აშშ-ს მონაწილეობით: ერთი მხრივ - რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, მეორე მხრივ - საქართველოს წარმომადგენლებთან.

მეორე რაუნდი, რომელიც ნოემბერში გაიმართა, უფრო ეფექტური იყო. თუმცა საქართველომ კვლავ გააპროტესტა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თანაბარი სტატუსი. ამის გამო, პლენარული სხდომები მუშა ჯგუფების შეხვედრით შეიცვალა. შედეგად, შედგა სავსებით პროდუქტიული განხილვა, რეგიონში უსაფრთხოების საკითხებისა და დევნილების დაბრუნების შესახებ. დასასრულს, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ გვიჯიამ, ჟურნალისტებთან ასეთი შეფასება გააკეთა:

"მოლაპარაკებებმა კონსტრუქციულად ჩაიარა. გასულ თვეს ჟენევაში ჩაშლილი მოლაპარაკების პროცესი განახლდა და გრძელდება. ჩვენ გავცვალეთ იდეები და მოსაზრებები. ეს პირველი რაციონალური, კონსტრუქციული მოლაპარაკებაა სამხრეთ ოსეთის მოვლენების შემდეგ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონსტრუქციული მოლაპარაკებების გამართვა იმანაც განაპირობა, რომ შეხვედრაზე ყველა ერთნაირი სტატუსით იყო წარმოდგენილი."

ასე რომ, გვაქავს სერიზული საფუძველი, პროგრესულ მესამე რაუნდს ველოდოთ. ამასვე ადასტურებენ ზემოხსენებული მოლაპარაკებების შესახებ გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც. მათი ემისრები მზად არიან მოლაპარაკებები გამართონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, დაწყებული საქართველოდან და შემდეგ აფხაზეთსაც ეწვიონ. იქ ევროკავშირის სპეციალურმა წარმამდგენელმა პიერ მორელმა, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან უკვე განიხილა მესამე რაუნდის ფორმატი. განხილვის პროცესში მან ასეთი კომანეტარი გააკეთა:

"ჩვენ გვაქავს იმ საკითხების დიდი ჩამონათვალი, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ, მაგრამ ჩვენ განწყობილნი ვართ პროდუქტიული მუშაობისთვის. ნოემბრის კონსულტაციები ძალიან სასრგებლო იყო, მაგრამ ახლანდელი იდეები და წინადადებები გაცილებით პროდუქტიულს გახდიან დეკემბრის მოლაპარაკებებს."

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100