RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ლიტვა - ახალი მთავრობის ძველი კურსი

15.12.2008  |  17:52

0/2/0/1020.jpeg9 დეკემბერს ლიტვაში ახალი ხელისუფლება შეიკრიბა, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო რჩევნების შედეგად შეიქმნა. კონსრვატორებს 13-დან, ექვსი პორტფელი შეხვდათ. მათ შორის ძირითადი: თვდაცვის მინისტის, ეკონომიკის, ფინანსებისა და საგარეო საქმეთა. პრემიერი ქრისტიან-დემოკრატთა კონსერვატიული გაერთიანების ლიდერი ანდრიუს კუბილიუსი გახდა.

ახალი მთავრობის გამოქვეყნებული პროგრამა, ევროკავშრთან სოლიდარობისა და თანამშრომლობის შესახებ, განხადებებითაა აჭრელებული."ლიტვის ინტერესებშია ძლიერი დემოკრატიული ფასეულობების დმამკვიდრებელი და პარტნიორებთან ურთიერთნდობაზე დამყარებული ერთიანი პოლტიკა. ასევე ევროკვშირის უშიშროების პოლიტიკა, განსაკუთრები რუსეთის საკითხებში"-ნათქვამია მთავრობის დოკუმენტში.

რა იგულისხმება ამ განცხადებაში. ნთელი გახდა უკვე 12 დეკემბერს.ლიტვის სეიმის კონფერენციაზე გამოსვლისას, პრემიერმა ჩამოთვალა ახალი კაბინეტის მიზნები. ის მოითხოვს, გაირკვეს ევროკავშირისა და რუსეთის პარტნიორული შეთანხმება "საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის თაობაზე". ამასთან ერთად, მიიღონ ნატოში საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელორუსი. ამას ყველაფერს, დაემატა ტრადიციული მოთხოვნები "საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის" შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ. დამოუკიდებელი ლიტვის სახელმწიფოს პოსტსაბჭოური თოთხმეტივე მთავრობა, თავის მუშაობას სწორედ ამ მოთხოვნით იწყებდა, რაზეც მოსკოვისგან პასუხად იღებდა, რომ ჯერ გასარკვევია იმ მილიარდობით დოლარის საკითხი, რომლებიც სსრკ-მ ლიტვის ეკონომიკას დაახარჯა.

"საქართველოში შეჭრის შემდეგ, რუსეთისა და ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობები შეწყდა" -განაცხადა ვილნიუსის კონფერნეციაზე სეიმის საერთშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსერვატორმა აუდონის აჟუბალისმა.- ეს უკვე საფრთხეა, მისი ფუნქციონირებისთვის. საქართველოში რუსეთის აგრესიის შემდეგ მოსკოვის მცდელობა, ხელახლა გამოკვეთონ ევროპის უშიშროების არქიტექტურა, საჭირო რეაქციას მოითხოვს და არა მარდაჭერას".

ამასვე იმეორებდა ნატოში ლიტვის ელჩი ლინას ლინკიავჩუსი. მან ქვეყანას სასწრაფოდ შეიარაღებისაკენ მოუწოდა.

"ალიანსის წევრობა ეს ფარია, რომელიც დაიცავს ლიტვას რუსეთის, ისეთივე სამხედრო თავდასხმისაგან, რომლის სამიზნეც აგვისტოში საქარველო გახდა. საქარველოში მომხდარი მოვლენების შემდეგ თამამად შეგვიძლია გავნაცხადოთ, რომ ჩვენ უკვე დღეს ვხედავთ ნატოს წევრობის ფასს და აზრს . მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია დავმშვიდდეთ. მცნება -" ჩვენ ალიანსში ვართ, ჩვენ დაგვიცავენ", მცდარია. ვაშინგტონის შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ყოველი ქვეყანა ვადებულია, თავად იზრუნოს თავის უსაფრთხოებაზე, გამოყოს შესაბამისი ძალები, საშუალებები და რესურსები."

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100