RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროპა აგრძელებს აგვისტოს მოვლენების შესაწავლას

16.12.2008  |  16:18

0/3/3/1033.jpegაგვისტოს მოვლენების შესასწავლად, ევროკავშირის ინიციატივით შექმნილი, საერთაშორისო მისიის თავმჯდომარე ჰაიდი ტელიავინი თბილისში ჩამობრძანდა.მან ჩაატარა შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. სწორედ მათგან მოისმინა აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

საერთაშორისო მისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიაც გეგმავს. როგორც განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში შექმნილი კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ, ისინი ჰაიდი ტელიავინს მთელ იმ ინფორმაციას მიაწოდებენ, რაც ქართულმა კომისიამ მთელი თავისი მუშაობის განმავლობაში შეკრიბა.

"ჩვენ საერთაშორისო მისიასთან, თანამშრომლობისთვის მზად ვართ. ქართულ მხარეს, რუსული აგრესიის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება აქვს. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო მისიაც, სულ მალე გამოიტანს ობიექტურ დასკვნას".-განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომისტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ, როდესაც კომენტარს აკეთებდა ტელიავინის ვიზიტთან დაკავშირებით.

საერთაშორისო მისიასთან თანამშრომლობისათვის მზადყოფნა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემაც დაადასტურა, ვიზიტამდე ერთი დღით ადრე.

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საერთაშორისო მისია ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, მუშაობას დეკემბრის დასაწყისში შეუდგა. თბილისში ვიზიტამდე, მან მოსკოვი მოინახულა. მისიამ, რომლის ბიუჯეტიც 1,6 მილიონ ევროს შეადგენს, დასკვნა აგვისტოს მოვლენების მსვლელობასთან დაკავშირებით, 2009 წლის ივლისის ბოლოს უნდა წარადგინოს.

რაც შეეხება, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი, საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მუშაობას- მან ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელ, თანამდებობის პირთა მოსმენის პროცესი დაასრულა და დეკემბრის ბოლოს უნდა გამოაქვეყნოს საკუთარი დასკვნა , მთავარ საკითხებთან დაკავშირებით: რამ გამოიწვია და ვინ დაიწყო ომი.

კომისიის მუშაობა არაერთგვაროვან შეფასებას იმსახურებდა, ქართული საზოგადოების მხრიდან. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელიც ნოემბრის ბოლოს ყოველკვირეულმა გაზეთმა "კვირის პალიტრა" ჩაატარა, გამოცემის რესპოდენტთა რიცხვიდან, საქართველოს მოსახლეობის 46,6 პროცენტი კომისიის მუაშაობას არადამაკმაყოფილებლად აფასებს, ხოლო 12,3 მის მუშაობას დადებით შეფასებას აძლევს. ამასთან 41,3 პროცენტს, პასუხის გაცემა გაუჭირდა. გამოკითხვაში მონაწილეობას სულ 413 ადამიანი იღებდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100