RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთში რუსეთის ელჩი ჩავიდა

16.12.2008  |  16:26

0/3/5/1035.jpegსემიონ გრიგორიევი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამიერკავკასიის განყოფილების ექს-თანამშრომელი, ახლა კი რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აფხაზეთში, 15 დეკემბერს სოხუმში ჩამოვიდა. დღის მეორე ნახევარში დიპლომატმა რწმუნების სიგელის ასლი გადასცა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას.

16 დეკემბერს, გაიმართება აფხაზეთის პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშისათვის რწმუნების სიგელის გადაცემის ცერემონიალი. მომდევნო დღეს რუსეთის ელჩი შეხვდება პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს, უსაფრთხოების კავშირის მდივანს სტანისლავ ლაკობას, პარლამენტის ვიცე სპიკერს ვიაჩესლავ ცუგბას, ასევე მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებებში, რომელიც მიძღვნილია აფხაზეთის სახალხო ფორუმის "აიდგილარა"-ს (ერთობა) შექმნის 20 წლისთავისადმი. ელჩის ჩამოსვლას, თან ერთვოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება:

"ეს მოვლენა გახდება რუსეთსა და ამიერკავკასიის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის, სრულფორმატიანი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, - აღნიშნა დიპლომატიურმა უწყებამ. - სოხუმში და ცხინვალში რუსეთის წარმომადგენლობის დაარსება, უცილობლად შეუწყობს ხელს რუსეთ-აფხაზეთის და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობას ყველა სფეროში, მისი სახელშეკრულებო-უფლებრივი ბაზის ფორმირებას, ურთიერთმოქმედებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით ".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯანსაღმა პათოსმა, თბილსზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. მასმედიაში აქტიურად დაიწყეს გალის რაიონში მიმდინარე სიტუაციის განხილვა, აფხაზეთის დევნილი მთავრობის საიტმა გააკეთა, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის პაატა დავითაიას ციტირება, გალის რაიონში არსებულ ვითარებაზე. Abkhazeti.info წერს: " ამ დღეებში ის იმყოფებოდა ენგურის ხიდზე და მიიღო ამღელვებელი ინფორმაცია თავად, აფხაზებისგან. კონკრეტულად, დეპუტატის ინფორმაციით, რუსებმა დამატებითად შეიყვანეს გალის რაიონის ტერიტორიაზე 40 ჯავშანტრანსპორტიორი, ისინი იკავებენ სიმაღლეებს, რაც არის წინაპირობა ზუგდიდის წინააღმდეგ, მოსალოდნელი პროვოკაციისა".

ამ თემას გვერდი, არც ქართველმა სამხედრო ექსპერტებმა აუარეს. ზოგიერთმა მათგანმა დაასკვნა, რომ კრემლში მზადდება სამხედრო მოქმედებების ახალი ფართო მასშტაბიანი გეგმა.

საპასუხოდ, რუსეთის შეირაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა, დაადანაშაულა ქართული მასმედია პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელებაში, თითქოს და მოსკოვში მუშავდება საქართველოზე თავდასხმის გეგმა. ამის შესახებ, მან უამბო რუსეთში აკირედიტებულ სამხედრო ატაშეებს. "არავითარი გეგმა საქართველოში რაიმე შეჭრაზე ჩვენ არ გვქონია და არც გვაქვს. მასმედიის საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ცნობები, რომ რუსეთი გეგმავს მომდევნო წლის ზაფხულში საომარ მოქმედებებს, რეალობას არ შეესაბამება".- განაცხადა მაკაროვმა

სერგეი ჩაიკინი

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100