RSS
на русском en in english
21.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მორიგი ”ჯაშუშური ვნებანი”

17.12.2008  |  09:27

0/4/1/1041.jpegა.შ.შ-ში სააგენტო The Associated Press-ის ჟურნალისტების ხელშეწყობით გაღვივდა მორიგი "ჯაშუშური სკანდალი". ამჯერად "კგბ-სთან მუშაობის" ბრალდება გაისმა სამხრეთ ოსეთის ცნობილი უფლებების დამცველის "სამხრეთ ოსეთის ქალები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის" დამაარსებელის ლირა ცხოვრებოვას მისამართით.

"ლირა ცხოვრებოვა სამხრეთ ოსეთიდან ვაშინგტონში ჩამოფრინდა როგორც დამოუკიდებელი აქტივისტი, იმ მიზნით, რათა გაკიცხოს ძლიერი მხარდაჭერა, რომელსაც იღებს საქართველო ა.შ.შ-საგან რუსეთთან ომში და მოყვეს ქართული ჯარების ბოროტმოქმედებების შესახებ, თუმცა ამერიკელებმა, რომლებიც ხვდებოდნენ ცხოვრებოვას, არ იცოდნენ მისი კგბ-სთან კავშირის შესახებ", - ნათქვამია სააგენტო The Associated Press -ის სტატიაში, რომელსაც აქვეყნებს The International Herald Tribune (სტატიის თარგმანი Inopressa.Ru).

რაზეა დაფუძნებული ეს ბრალდებები? როგორც The Associated Press -ის მასალიდან ირკვევა, საქართველოს სადაზვერვო სამსახურმა მიაწოდა ამ გამოცემას, ცხოვრებოვას და ვასილი გულიევის - სამხრეთ ოსეთის კონტრდაზვერვის უშიშროების სააგენტოს (ამ საგენტოს ხშირად ეძახიან მასმედიაში "სამხრეთ ოსურ კგბ-ს") დირექტორის მიადგილის, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. გამომცემლობა ვარაუდობს, რომ ცხოვრებოვა და გულიევი განიხილავდნენ რაღაც დავალებებს, ასევე საფინანსო და საინფორმაციო საკითხებს.

ამის დასადასტურებლად The Associated Press-ს მოჰყავს საუბრიდან ციტატა, რომელიც 2005 წელსაა ჩაწერილი. "მე საერთოდ აღარ დამრჩა ფული. ამსთან ერთად, გუშინ მე სრულიად შემთხვევით გავიგე ძალიან...მნიშვნელოვანი ინფორმაცია", - შეატყობინა გულიევს ლირა ცხოვრებოვამ. პასუხად, მან ლირას პირადი შეხვედრა დაუნიშნა.

მასალის ავტორების დასკვენები ადვილად იკითხება "სტროფებს შორის": ქალი აქტივისტის სახით, ამერიკაში კგბ-ს ჯაშუში ჩამოვიდა.

საინტერესო ისაა, რომ ეს საუბარი, რომელიც თავისთავად არაფერს ამტკიცებს (გარდა ცხოვრებოვას და გულიევის ნაცნობობის ფაქტისა) და ჩაწერილია ჯერ კიდევ 2005 წელს, გამოქვეყნდა მხოლოდ 3 წლის შემდეგ. უშუალოდ ცხოვრებოვას და ა.შ.შ-ს სახელმწიფო გენერალური მდივნის თანაშემწის მეთიუ ბრაიზას უწყებასთან შეხვედრამდე.

ცხოვრებოვა ამ ბრალდებებს გარკვევით და პუნქტების მიხედვით უპასუხა. დიახ, ის იცნობს გულიევს, რომელიც მისი ოჯახის მეგობარია. დიახ, მან იცის, რომ გულიევი კონტრდაზვერვაში მუშაობს. არა, ის თავად არასოდეს თანამშრომლობდა კგბ-სთან და არ ასრულებდა არანაირ დავალებებს.

ცხოვრებოვამ კომპრომატის გამოჩენას უწოდა " ყალბი და მოსალოდნელი ბოროტო განზრახვა". მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ტრადიციულად, თავის ოპონენტებს ჯაშუშებს უწოდებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100