RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება: მესამე ზედმეტია

17.12.2008  |  13:37

0/4/5/1045.jpegრუსეთსა და ნიკარაგუას - ქვეყნებს, რომლებმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს, შესაძლოა მომავალში ბელორუსიც შეუერთდეს. ამის შესახებ აფხაზეთის სახალხო კრების თავმჯდომარემ ნუგზარ აუშბამ განაცხადა, რომელიც მინსკში, ბელორუსის კავშირისა და რუსეთის 35-ე საპარლამენტო შეკრებაზე, დამკვირვებლად იმყოფება.

ასეთი განცხადების მიზეზი, სავარაუდოდ, ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ინტერვიუ გახდა, რომელიც მან "ფრანც-პრესს" მისცა და რომელშიც ის დადებითად გამოეხმაურა აფხაზეთისა და სამრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. მან ასევე კომენტარი გააკეთა ბელორუსის ეროვნული კრების წარმომადგენლობითი პალატის მიმართ ოფიციალური სოხუმისა და ცხინვალის მიმართვაზე, რომელშიც ითხოვენ ორი რესპუბლიკის სუვერენიტეტის ცნობას.

"ჩვენ გვინდა გავიაროთ ეს გზა, როგორც გაიარეს რუსებმა, - განაცხადა ლუკაშენკომ. - კი, პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი ბრძანებას,თუ ეს აღიარებაა. მაგრამ მე მინდა, რომ ეს თემა საზოგადოებაშიც გაჟღერდეს. რომ ჩვენმა ახალმა პარლამენტმა ეს განიხილოს. ამის შემდეგ პრეზიდენტიც მიიღებს გადაწყვეტილებას. სამხრეთ ოსეთთან და განსაკუთრებით აფხაზეთთან ჩვენ მეგობრული ურთიერთობები გვაქვს".

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება - ბელორუსი ხალხის, პარლამენტისა და პრეზიდენტის საქმეა. ჩვენ გვჯერა ხალხებისა და კოლეგა-დეპუტატების მეგობრობის. მე მჯერა, რომ ადრე თუ გვიან აღიარება გამოვა და ჩვენ ამით გავიხარებთ,"-ნუგზარ აუშბას სიტყვების ციტირებას ახდენს სააგენტო "RIA-Novosti".

ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში, ბელორუსის არჩევნების შემდეგ, სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკითმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი ალექსანდრ ლუკაშენკოსთან განიხილეს. პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მაშინ განაცხადა, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს ОДКБ-ს მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელების დონეზე. (კოლექტიური უსაფრთხოების შემთანხმებელ ორგანიზაციების დონეზე, რომელშიც შედიან სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.) თუმცა ამ იდეამ მხარდაჭერა, ვერ იპოვნა.

ახლა ამ საკითხს ბელორუსის პარლამენტი განიხილავს. წარმომადგენელთა პალატის - ქვედა პალატის სპიკერი ვლადიმერ ანდრეიჩენკო ადასტურებს, რომ ბელორუსის პარლამენტში განიხილავენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ნაციონალური პარლამენტების მიმართვას, დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

"დიახ, სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა დამოუკიდებლობის ცნობის თხოვნით მიმართეს ბელორუსისი პარლამენტს. სამხრეთ ოსეთმა - ადრე, აფხაზეთმა - 1 დეკემბერს. ახლა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიაში განიხილება პარლამენტების თხოვნა მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში" - განაცხადა ანდრეიჩენკომ. "როგორც კი კომისიიდან დოკუმენტები დასამტკიცებლად პარლამენტში შევა, გადაწყვეტილებაც მიღებული იქნება " - განაცხადა ბელორუსისი პარლემნტის სპიკერმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100