RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო - აშშ: სამხედრო თანამშრომლობის საკითხები

17.12.2008  |  14:26

პრლამენტის ვიცე-სპიკერმა ოპოზიციიდან ლევან ვეფხვაძემ სურვილი გამოთქვა, რომ ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზა გაჩნდეს.

0/4/7/1047.jpeg"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაფიქრდეს ამ საკითხზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ამერიკის მთავრობას, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს უახლოეს დროში" - განაცხადა ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - მეთიუ ბრაიზასთან შეხვედრის შემდეგ.

საქართელოს საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი 16 დეკემბერს კვლავ ჩავიდა თბილისში, რათა შეხვედროდა ქართულ საპარლამენტო ოპოზიციას და "გასცნობოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ სიტუაციას, ამასთან ერთად საქართველოში მიმდინარე რეფორმებს".

შეხვედრის პირველი ნაწილი პარლამენტში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ლევან ვეფხვაძემ პრესას აცნობა, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შესთავაზა, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს ორმხრივი შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.

"ეს შეიძლება ჩვენთვის გახდეს უსაფრთხოების გარანტია, და ამიტომაც დავაყენეთ ეს საკითხი ბრაიზასთან - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.- პირდაპირი სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა მოიაზრებს საქართველოსთვის ამერიკის მხრიდან სამხედრო დახმარებას, მის ტერიტორიაზე ბაზების განლაგებას, ასევე საომარი ტექნიკის მოდერნიზაციაში ხელშეწყობას. დღეს ეს უმთავრესია, რადგანაც საქართველოს ნატოსგან არ მიუღია მაპი, რაც შესაზლოა რუსეთის მხრიდან ახალ საშიშროებას გვიქმნიდეს".

ამ საკითხზე პირდაპირი პასუხისგან ბრაიზამ თავი შეიკავა. ალბათ იმიტომ, რომ შტატებში ეს საკითხი უკვე განიხილეს. ვაშინგტონის კონფერენციაზე (ერთი კვირით ადრე მაღალი სტუმრის საქართველოში ჩამოსვლამდე) პენტაგონის აპარატში საქართველოსა და მოლდოვის კურატორი, მარკ სიმაკოვსკი გამოვიდა. მან განაცხადა, რომ აშშ საქართველოს განიხილავს როგორც თავის სტრატეგიულ პარტნიორს და მიაღწევს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული არმიის სრულად გამოყვანას, მაგრამ არ აპირებს ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებას. ამიტომაც ბრაიზა მხოლოდ საერთო განცხადებით შემოიფარგლა, რომელიც პარლამენტის როლის გაძლიერებას და დემოკრატიის გამყარებას შეეხებოდა. მას უყურადღებოდ არ დაუტოვებია პერევში მიმდინარე ბოლო მოვლენებიც.

"რუსმა სამედროებმა უნდა დატოვონ პერევი, - განუცხადა მან ჟურნალისტებს - ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ევროკაშიორის მონიტორინგის დასკვნა და ჩვენ მას ვეთანხმებით. კითხვაზე, თუ რატომ დაბრუნდნენ რუსული ჯარები სოფელ პერევში, პასუხი ჯერაც გაუცემელია. რუსებმა უნდა დატოვონ უკანონოდ დაკავებული ტერიტორიები და დაბრუნდნენ იმ პოზიციებზე, რომელიც 7 აგვისტომდე ჰქონდათ დაკავებული, როგორც ამას სარკოზი-მედვედევის დოკუმენტი ითვალისწინებს".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100