RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სარკოზი: ევროკავშირმა ყველა ზომა მიიღო, რომ საქართველოსთვის ომი აეცილებინა

18.12.2008  |  14:37

0/6/0/1060.jpegევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელც სტრასბურგში 16 დეკემბერს გაიმართა, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გამოვიდა. მან ევროკავშირში საფრანგეთის რესპუბლიკის ექვსთვიანი თავმჯდომარეობის შედეგები წარმოადგინა. საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კრიზისს კავკასიაში.

"საფრანგეთის წარმომადგენლობამ და ევროკომისიამ ყველაფერი გააკეთეს, რომ მდგომარეობის ომში გადაზრდისთვის ("ქართული კრიზისის") თავი აერიდებინათ - სარკოზის ციტირებას ახდენს რადიოსადგური "Echo of Moscow".- საბოლოოდ ომი თავიდან ავიცილეთ და დაიწყო ჯარების გამოყვანა".

"აგვისტოში ჩვენ განვიხილეთ წინადადებები 12 სექტემბერს ომის შეწყვეტისა და ჯარების გამოყვანის შესახებ. ამიტომაც შევძელით ომის თავიდან აცილება. 8 აგვისტოს რუსები თბილისიდან 40 კილომეტრის დაშორებით იყვნენ, დღეს კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გარდა, თითქმის მთელი ძალები გამოყვანილია".- პრეზიდენტის სიტყვებს გადმოგვცემს სააგენტო Trend.

სარკოზის აზრით, ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობის გარდა სხვა ალტერნეტივა არ აქვს.

"ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია თუ არა ის, რომ აუცილებლად ავუხსნათ ჩვენს რუს მეგობრებს ეკონომიკური თანამშრომლობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობები", - გამაცხადა მან - რუსეთსა და ევროკავშირს აერთიანებს საერთო ევროპული ფასეულობები, რომელიც ვერაფრით ვერ იქნება განსხვავებული."

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა: "რუსეთის პოლიტიკის გარკვეული ასპექტები ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს... ჩვენ ჩვენი რუსი მეგობრების აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგები ვართ...თუ თქვენ გინდათ, რომ რუსეთი ძლიერი სახელმწიფო იყოს, თქვენ შესაბამისად უნდა მოიქცეთ და არ მისდიოთ პოლიტიკას, რომელიც საბჭოთა კავშირს ჰქონდა".

მთლიანობაში, დამკვირვებლები ეთანხმებიან ერთმანეთს, რომ ევროკავშირში საფრანგეთის წარმომადგენლობა იყო წარმატებული. თუმცა ზოგიერთი პოლიტიკოსები არ დაეთანხმნენ რიგ გადაწყვეტილებებს და კრიტიკულადაც გამოვიდნენ. მაგალითად, პოლონეთის ექს-პრეზიდენტმა ალექსანდრ კვასნევსკიმ EurActiv Poland-თან ინტერვიუში, რომელიც იმავე დღეს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ მისი აზრით, სარკოზი ტყუილად შეეწინააღმდეგა, საქართველოსათვის ნატოში გაერთიანების აუცილებელი მოქმედების გეგმის მინიჭებას.

"ნატო-ში საქართველოს წავრობა შეაკავებდა რუსეთსაც და სააკაშვილსაც, მაგრამ კავკასიაში არსებული სიტუაცია საფრანგეთმა ბოლომდე ვერ გაიგო. მან დაუშვა შეცდომა , როდესაც ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებაზე თქვა უარი".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100