RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოსა და აფხაზეთში ნაკრძალებით დაკავდნენ

18.12.2008  |  16:03

რამდენიმე თვის წინ საქართველოს, ბორჯომ-ხარაგაულის ისტორიული პარკის ტერიტორიაზე ხანძარი მძვინვარებდა. მან საგრძნობი ზარალი მოუტანა ნაკრძალს. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ იგეგემება მისი აღდგენა.

0/6/1/1061.jpegსაქართველოს ამაში დაეხმარება დიდი ბრიტანეთი. კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს დახმარებს, საინფორმაციო სააგენტო "Novosti-Gruziya" არ გვატყობინებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, გიორგი ხაჩიძისა და დიდი ბრიტანეთის ელჩის დენის კიფის შეხვედრის დროს. ელჩმა თავისი ქვეყნის სახელით მზადყოფნა გამოთქვა, დახმარება გაუწიოს საქართველოს ბუნების დაცვის სფეროს, მათ შორის ბრიტანული სტანდარტების დანერგვასაც.

ბორჯომ-ხარაგაული - ევროპის ეროვნულ პარკებს შორის ერთერთი ყველაზე დიდია. ხუთი ათასი კვადრატული კილომეტრი - ეს დაახლოებით საქართველოს ტერიტორიის მეათედია. პარკი უნიკალურია არა მხოლოდ ფლორითა და ფაუნით, არამედ თავისი ლანდშაფტითაც.

აგვისტოში ბორჯომ-ხარაგაულის პარკი სერიოზულად დაზიანდა. იწვოდა ტყე, მიგრაციის შედეგად შემცირდა წითელ წიგნში შესული ცხოველთა იშვიათი ჯიშების რაოდენობა. მათ შორის - კავკასიური ირემი, შველი, ციყვი, მურა დათვი და კავკასიური გველგესლა. ხანძარს 23 დღის განმავლობაში აქრობდნენ.

სხვათა შორის, ამ სტიქიურ უბედურებაში საქართველოს ხელისუფლებამ, რუსეთი დაადანაშაულა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, აგვისტოშივე განაცხადა, რომ ხანძარი გაჩნდა იმის გამო, რომ ნაკრძალის ტეროტორიის თავზე დაფრინავდნენ რუსეთის ვერტმფრენები და ფეთქებად ყუმბარებს ყრიდნენ.

ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა (გვარი არ დასახელებულა) TER_TASS-ის კორესპონდენტს განუცხადა:

"ჩვენთვის გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რუსულ მხარეს გადააბრალოს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ნებისმიერი სტუქიური უბედურება. ბორჯომის ტყეების ხანძართან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქავს, თუმცა ქართული მხარის ოფიციალური მომართვის შემთხვევაში მზად ვართ დავეხმაროთ მის ჩაქრობაში".

პარკის აღდგენის დახმარების თხოვნით, საქართველომ დიდ ბრიტანეთს მიმართა...

ნაციონალური პარკის დაარსებაში კი, რუსეთი აფხაზეთს დაეხმარება. ამ დღეებში სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც სახელმწიფო ეკოლოგიური სამსახურის უფროსი რომან დბარი ხელმძღვანელობს, კოდორის ხეობაში ასეთივე ნაკრძალის კეთილმოწყობის შესახებ წინადადებების პაკეტი მოამზადა. ის იქნება აფხაზეთის ბუნებისდაცვითი ყველაზე დიდი ტერიტორია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100