RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აძლიერებს თუ არა ა.შ.შ საქართველოს უსაფრთხოებას - 18.12.2008

18.12.2008  |  16:33

0/6/3/1063.jpeg"საქართველოს და ა.შ.შ -ს სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ფაზაში შედის". ა.შ.შ-ში საქართველოს ახალმა ელჩმა  ბათუ  ქუთელიამ, თავისი სამსახური ამ განცხადებით დაიწყო.

"შეერთებული შტატები მრავალი წელია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, - თქვა მან 17 დეკემბერს, - და ახლა ეს პარტნიორობა ახალ ფაზაში გადადის. ა.შ.შ არის საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის უმნიშვნელოვანესი გარანტი. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარება იქნება ჩემი ვაშინგტონში,  საქართველოს  ელჩის თანამდებობაზე მოღვაწეობის  ძირითადი ელემენტი".

იმავე დღეს, საქართველოში მყოფმა გენერალური მდივანის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ დაადასტურა, რომ ა.შ.შ გააძლიერებს საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობას, უსაფრთხოების სფეროში.

"უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ა.შ.შ-სა დ ასაქართველოს შორის უნდა გაძლიერდეს, - აკეთებს ბრაიზას ციტირებას გაზეთი " Известия ". - ა.შ.შ -ს ხელისუფლება მხარს უჭერს საქართველოს ნატოში შესვლის იდეას. ჩვენ საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ თანამშრომლობის გაფართოებაზე იმისათვის, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს ალიანსის მოთხოვნები როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურ სფეროში. არ შემიძლია დღეს დეტალების გახმაურება, რადგანაც ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ იდეებზე ვმუშაობთ, არანაიარი რეალური დოკუმენტი ჯერ  არ არსებობს".

როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობის ოცნება - შტატებთან საომარ-პოლიტიკურ თანამშრომლობაზე შეთანხმება, პირველ მონახაზს იძენს. რამდენიმე ქართულმა ტელეარხმა გადმოსცა, რომ ასეთი შეთანხმება შეიძლება გამოჩნდეს ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის შეცვლამდე. სახელისუფლებო პირების აზრით, ასეთი შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ, საქართველო  ყველამხრივ დაცული იქნება. 

პოტენციური შეთანხმების იდეალიზაციის მცდელობა, სავსებით გასაგებია, მაგრამ სამწუხაროდ არანაირი რეალური საფუძველი არ აქვთ. მაგალითისათვის, ბალტიისპირეთმა მსგავსი შეთანხმება შტატებთან, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაამყარა  და ეს არ უშლის ბალტიისპირელ პოლიტიკოსებს ხელს, ნებისმიერი მარჯვე შემთხვევისას  გამოთქვან შიში, რომ "რუსეთი ახლა მათ ყველს დაიპყრობს".

ერთ-ერთ  ინტერვიუში (გამოქვეყნებული გერმანულ გაზეთში "Sueddeutsche Zeitung" ) ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი აღნიშნავს, რომ, "მოსკოვში რომ დაეგეგმათ ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა, მაშინ მას რამდენიმე წუთში დაიპყრობდნენ". ა.შ.შ-სთან 10 წლიანმა სტრატეგიულმა სამხედრო პარტნიორობამ, არ მისცა ბალტიისპირეთს "აბსოლუტური დაცვა". ამერიკული ფარი, შემდგარი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმებისაგან, მხოლოდ ქაღალდის აღმოჩნდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100