RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი: მე მესამე ვადით ჩემს კანდიდატურას არ წამოვაყენებ

18.12.2008  |  18:03

0/6/4/1064.jpegსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, წინა კვირაში დაწყებული შეხვედრების  სერია გააგრძელა და ამჯერად სახელმწიფო კანცელარიაში,  ტელეკომპანიების ჟურნალისტები მიიწვია.

შეხვედრა როგორც ყოველთვის, პირდაპირი ეთერით გადმოიცემოდა და პრეზიდენტი საუბრობდა: მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისზე, ეკონომიკის შენარჩუნებისა და განვითარების აუცილებლობაზე, ვადამდელი არჩევნების დაუშვებლობაზე, სიტუაციაზე კონფლიქტურ რეგიონებში, რუსეთის გეგმებზე და განზრახვებზე და სხვა მრავალ საკითხზე.

როგორც სხვა წინა შეხვედრებზე, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ფინანსური კრიზისი  საქართველოს შეეხება და მოსახლეობა განსაკუთრებულად იგძნობს მის სიმძიმეს, მომავალი წლის დასაწყისში. ამასთანავე მან დააწყნარა ხალხი, დაპირდა რა, რომ კრიზისი მხოლოდ ექვსი თვე გაგრძელდება და შემდეგ ნელა მაგრამ მაინც, აღმავლობის პერიოდი დაიწყება.

სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს: რათა ეკონომიკა შეინარჩუნონ, რათა არ დაუშვან საბანკო სისტემის ნგრევა, სტაბილურობა შეინარჩუნონ ენერგო-სექტორში და კრიზისიდან გამოვიდნენ კიდევ უფრო სტაბილურები და ძლიერები, ვიდრე მის დაწყებამდე იყვნენ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ემუქრება თუ არა ქვეყანას აგრესია რუსეთის მხრიდან და არის თუ არა ახალი შეიარაღებული შეტაკებების საშიშროება, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ რუსეის აგრესია ჯერ არ დასრულებულა, ვინაიდან მათ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავთ, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია და ამ ტერიტორიებზე ხანგრძლივად საკუთარი გავლენის შენარჩუნებას, რუსეთი ვერ შეძლებს.

ამავდროულად სააკაშვილი თვლის, რომ უახლოეს მომავალში  ახალ ომს რუსეთი არ წამოიწყებს, ვინაიდან მას თავად, სერიოზული შიდა პრობლემები აქვს. ამასთან ერთად საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობა უჭერს მხარს, რომელიც აუცილებლად აიძულებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.

"ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსეთი მზად არის აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები, თუ კი ჩვენ შევასრულებთ ზოგიერთ პირობას, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ საკუთარ საელჩოებს გახსნიან არა მხოლოდ თბილისში, არამედ სოხუმსა და ცხინვალშიც. ჩვენთვის კი, ეს კატეგორიულად მიუღებელია".-განაცხადა პრეზიდენტმა.

ამსთანავე მან ხაზი გაუსვა იმას რომ, მხარს უჭერს სახალხო დიპლომატიის ძალისხმევას და იმ ნაბიჯებს, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობების აღსადგენად გადადგეს სასულიერო პირებმა და კულტურის მოღვაწეებმა.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად განაგრძობს აღებულ კურსს, ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ.

მან დააიმედა  ჟურნალისტები, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს უცხოელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების ახლანდელ და მომავალ ადმინისტრაციასთან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100