RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამხრეთ ოსეთი სიცივეებს გაზის ბლოკადის პირობებში შეხვდება

19.12.2008  |  14:10

მიმდინარე წლის ბოლოს სამხრეთ ოსეთი, ქართული გაზის მიწოდების გარეშე დარჩება. ეს ინფორმაცია, სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ- ხასან პლიევმა გაავრცელა.

0/7/6/1076.jpegსაინფორმაციო სააგენტოს „რეს" მან შემდეგი განმარტება მისცა: „საქართველომ გაზის მოწოდების პარალიზება მოახდინა და მეურნე სუბიექტებთან ვაჭრობის ნებისმიერი შესაძლებლობა მოსპო. ჩევნის მხრივ, ჩვენც გადავხედავთ დამოკდებულებასა და ურთიერთობებს საქართველოს მიმართ. ამ საკითხს პირადად მე დავსვამ, მთავრობის პრეზიდიუმის წინაშე".

„საქართველომ პარალიზება მოახდინა"-ში იგულისხმება პარლამენტის აკრძალვა: სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ნებისმიერი ეკონომიკური ურთიერთქმედების შეწყვეტის შესახებ.

ამჟამად სამხრეთ ოსეთის მთავრობა ზომებს იღებს, ზამთარის სიცივეებში მოსახლეობის სითბოთი უზრუნველსაყოფად.

პლიევის ინფორმაციით, რესპუბლიკაში ნახშირი შემოაქვთ საბავშო ბაღებისა და სკოლებისათვის, სადაც მყარ საწვავზე მომუშავე საქვაბეები დამონტაჟდა. დიდი რაოდენობით მზადდება შეშა - ხის დამამზადებლების წინაშე დაყენებულია შესაბამისი ამოცანა . „ორი თვის განმავლობაში 5 ათასი კუბამეტრი შეშა უნდა მოიჭრას. ყველა დაწესებულებაში შეშას ეტაპობრივად შეიტანენ. მოსახლეობისათვის შეშის მიყიდვა ფიქსირებული ფასით მოხდება, ამასთან ფასწარმოება კონტროლდება"- დააზუსტა პლიევმა.

მიღებული ზომები რასაკვირველია მართებულია, მაგრამ რატომ მიიღეს ის მხოლოდ ეხლა? ქართული გაზის მიწოდება ხომ, ჯერ კიდევ აგვისტოში შეწყდა. სამხრეთ ოსეთში ვარაუდობდნენ, რომ ამ საკითხის დარეგულირება შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ...

„ ეს საქართველოს ჭეშმარით სახეზე და ჰუმანურობის არ არსებობაზე მეტყველებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გამძლე ხალხი ვართ, ამ ზამთარს გამოვიზამთრებთ და გამოვიზამთრებთ ნორმალურად. რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რათა მოსახლეობას მაქსიმალური მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინოს"- მოჰყავს გაზეთს «Regnum» სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის კომენტარი.

შეშასთან და ნახშირთან დაკავშირებით საერთო ჯამში, ყველაფერი გასაგებია, აი გაზთან დაკავშირებით - უფრო რთულად არის საქმე. .

17 დეკემბერს რადიო-სადგურ „ეხო მასკვის" ეთერში გაზპრომის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა: „რუსეთიდან გაზის პირდაპირი მოწოდების ტექნიკური საშუალება, დღეისათვის არ არსებობს. გაზსადენი რომელიც პირდაპირ დაუკავშირდება რუსეთის ფედერაციიდან, სამხრეთ ოსეთს აშენდება მხოლოდ 2009 წლის შემოდგომზე".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100