RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

როგორ გავყოთ ენგურჰესი?

19.12.2008  |  15:18

0/7/8/1078.jpegენგურჰესის ბედი, ჯერ კიდევ, კითხვის ნიშნს ქვეშ რჩება. კაშხალი საქართველოს ტერიტორიაზეა, სადგური კი- აფხაზეთის. "ენერგიის 60 პროცენტი საქართველოს მიჰქონდა, ჩვენ - 40 პროცენტი,- ამბობოს აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, - ახლა ეს შეთანხმება უნდა გადაიხედოს. იქ ხუთი 260 მეგავატიანი ბლოკია.აფხაზეთი ზამთარში დღე-ღამეში 200 მეგავატ ენერგიას მოიხმარს. ჩვენ ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ "ინტერ რაო ეესთან". ჩვენ ჯერ-ჯერობით გვიძნელდება სრულად ამ წარმოების ექსპლუატაცია, ამიტომ ვეცდებით ჩავრთოთ რუსეთის სტრუქტურები".

გამორიცხული არაა, რომ 15 დეკემბერს "Gazeta"-ში გამოქვეყნებულ ამ სტატიას, მკვეთრად უარყოფით რეაგირება მოჰყვეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მდინარე ენგურზე არსებული ჰესის გამო, რესპუბლიკებს შორის უკვე არაერთხელ მოხდა სკანდალი. საქმე იმაშია, რომ კაშხალი საქართველოს ტერიტორიაზეა, სამანქანო დარბაზი და სამართავი პუნქტი კი - აფხაზეთის.

უკანასკნელად, მასმედიაში ჰიდროელექტროსადგურის შესახებ ინფორმაცია, ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა. მაშინ პრესაში გამოქვეყნდა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველომ გასაყიდად რამდენიმე მსგავსი ობიექტი გამოიტანა. საინფორმაციო ცენტრი «Еркрамас» იუწყება, რომ სხვა დანარჩენთა შორის თბილისი ენგურჰესის გაყიდვასაც აპირებს და თითქოს, მყიდველიც უკვე გამოჩნდა - კომპანია "აზერენერჯი" ბაქოდან . სააგენტოს "Regnum" კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა მარლენ ასკეროვმა განუცხადა, რომ საქართველომ შესთავაზა მათ, მონაწილეობა მიიღოთ ტენდერში, რაზეც მათ პრინციპული თანხმობა განაცხადეს.

რის შემდეგაც, სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგური "ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი. მის შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკებების დროს, პირობებს დავაყენებთ ჩვენ". რამაც მაშინათვე გამოიწვია, თბილისის საპასუხო რეაქცია. მაშინდელმა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა: "ეს ენერგეტიკული შანტაჟია. რას ნიშნავს "პირობებს ვუკარნახებთ ჩვენ"? ძალით წაართმევენ სამართავ პულტებს ჩვენს სპეციალისტებს?"

თუმცა სოხუმი არ საჭიროებს "წართმევის" აქციის მოწყობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, მართვის პულტი ხომ ისედაც, მათ ხელშია.

ამ სკანდალს, წერტილი საქართველომ დაუსვა. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრომ ამ თემას თავი აარიდა და განაცხადა რომ, ენგურჰესისი გაყიდვის საკითხი არ განიხილება.

საკმაოდ მოულოდნელი განმარტება მისცა სერგეი ბაღაფშის ახალ განცხადებას, თბილისურმა საიტმა "ჩვენი აფხაზეთი". განაცხადა რა 17 დეკემბერს , რომ ბოლო დღეებში აფხაზურმა არმიამ გალის რაიონში სტრატეგიული სიმაღლეები დაიკავა და იქ არტილერია განალაგა. ამას მოჰყვება "ჭკვიანური დასკვნა" : " სეპარატისტული ანკლავის საზღვრების გაფართოებით, რუსეთს შეუძლია განახორციელოს ენგურჰესის სრულად ხელში ჩაგდება ".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100